მთავარი გვერდი - ლოცვანი |
70. ფსალმუნი დავითისი, ძეთა იონადაბისთაი და პირველ წარტყუენულთა მათ, წარუწერელი ებრაელთა შორის1. შენ, უფალო, გესავ; ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე. 2. სიმართლითა შენითა მიხსენ და განმარინე მე; მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე. 3. მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილ ძნელ განსარინებელ ჩემდა, რამეთუ სიმტკიცე და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ. 4. ღმერთო ჩემო, მიხსენ მე ხელთაგან ცოდვილისათა, ხელთაგან უშჯულოისათა და ცრუისათა. 5. რამეთუ შენ ხარ თმენაი ჩემი, უფალო, უფალო, სასოი ჩემი სიყრმით ჩემითგან. 6. შენდამი განვამტკიცენ საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან შენ ხარ ჩემი მფარველი; შენდამი არს გალობაი ჩემი მარადის. 7. ვითარცა სასწაულ ვექმენ მრავალთა, და შემწე ძლიერი ჩემი შენ ხარ. 8. აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რაითა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა. 9. ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა, და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე. 10. რამეთუ მრქუეს მე მტერთა ჩემთა და რომელთა მოეცვა სული ჩემი ზრახვა-ყვეს ერთბამად. 11. და იტყოდეს: ღმერთმან დააგდო იგი, დევნეთ და ეწიენით მას, რამეთუ არავინ არს მხსნელ მისა. 12. ღმერთო ჩემო, ნუ განმეშორები ჩემგან; ღმერთო ჩემო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ. 13. ჰრცხუენოდენ და მოაკლდენ, რომელნი ასმენდეს სულსა ჩემსა შეიმოსედ სირცხვილი და კდემაი, რომელნი ეძიებდეს ძვირსა ჩემთვის. 14. ხოლო მე მარადის გესვიდე შენ და შევსძინო ყოველსა ზედა ქებასა შენსა. 15. პირი ჩემი უთხრობდეს სიმართლესა შენსა, ყოველსა დღესა მაცხოვარებასა შენსა, რამეთუ არა ვიცოდე მწიგნობრებისაი. 16. შევიდე მე ძლიერებითა უფლისაითა; უფალო, მოვიხსენო სიმართლე შენი მხოლოისაი. 17. ღმერთო ჩემო, რავდენი მასწავე მე სიყრმით ჩემითგან, და მოაქამომდე მიუთხრობდე საკვირველებათა შენთა. 18. და მიმხცოვანებადმდე და სიბერედმდე, ღმერთო, ჩემო, ნუ დამაგდებ მე, ვიდრემდის მიუთხრა მკლავი შენი ყოველსა ნათესავსა მომავალსა. 19. ძლიერებაი შენი და სიმართლე შენი, ღმერთო ჩემო, მიმაღლადმდე; რაოდენი მიყავ მე დიდძალი, ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? 20. რაოდენნი მიჩუენენ მე ჭირნი მრავალნი და ძვირნი, და მომაქციე და მაცხოვნე მე, და უფსკრულთაგან ქუეყანისათა აღმომიყვანე მე. 21. განამრავლე ჩემ ზედა დიდებულებაი შენი და მომაქციე და ნუგეშინის-მეც მე და უფსკრულთაგან ქუეყანასითა კუალად აღმომიყვანე მე. 22. და რამეთუ მეცა აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, ჭურებითა საფსალმუნისაითა ჭეშმარიტებაი შენი, ღმერთო; გიგალობდე შენ ებნითა, წმიდაო ისრაელისაო. 23. იხარებდენ ბაგენი ჩემნი, რაჟამს გიგალობდე შენ და სულიცა ჩემი, რომელი იხსენ. 24. უფროის და ენაიცა ჩემი მარადღე იტყოდის სიმართლესა შენსა რაჟამს ჰრცხუენოდის და კდემულ იყვნენ, რომელნი ეძიებენ ძვირსა ჩემსა. |