მთავარი გვერდი - ლოცვანი |
74. დასასრულსა, ნუ განხრწნი, ფსალმუნი ასაფისი1. აღგიაროთ შენ ღმერთსა, აღგიაროთ შენ, და ვხადოთ სახელსა შენსა, მიუთხრობდე ყოველთა საკვირველებათა შენთა; 2. რაჟამს მოვიღო ჟამი, მე სიწრფოებასა ვშჯიდე. 3. განკფდა ქუეყანაი და ყოველნი მკვიდრნი მისნი, მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი. 4. ვარქუ უშჯულოთა: ნუ უშჯულოებთ, და მცოდველთა: ნუ აღიმაღლებთ რქასა; 5. ნუ აღიღებთ მაღლად რქასა თქუენსა და ნუცა იტყვით ღმრთისათვის სიცრუვესა. 6. რამეთუ არცა აღმოსავალით, არცა დასავალით, არცა უდაბნოთაგან მთათაისა. 7. რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს: ესე დაამდაბლის და ესე აღამაღლის. 8. რამეთუ სასუმელი ხელთა შინა უფლისათა ღვინისა ურწყოისა სავსე არს სხმულითა; და მიდრკა ამიერ მუნ, ხოლო თხლე მისი არა წარმოიცალიერა, სუან იგი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა. 9. ხოლო მე ვიხარებდე უკუნისამდე და უგალობდე ღმერთსა იაკობისსა. 10. და ყოველნი რქანი ცოდვილთანი შევმუსრნე, და ამაღლდეს რქაი მართლისაი. |