მთავარი გვერდი - ლოცვანი |
75. დასასრულსა გალობათასა, ფსალმუნი ასაფისი, გალობაი ასურასტანელისა მიმართ1. განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი. 2. იქმნა მშვიდობით ადგილი მისი და სამკვიდრებელი მისი სიონს. 3. რამეთუ მუნ შემუსრნა ძალნი მშვილდთანი, საჭურველი და მახვილი და ბრძოლაი. 4. განანათლებ შენ საკვირველად მთათაგან საუკუნეთა. 5. შეძრწუნდეს ყოველნი უგუნურნი გულითა; დაიძინეს ძილი მათი, და არა პოვეს არარაი ყოველთა კაცთა სიმდიდრისაი ხელითა მათითა. 6. მრისხანებითა შენითა, ღმერთო იაკობისაო, ჰრულოოდა მათ, რომელნი ზე-სხდეს ჰუნებსა. 7. შენ საშინელ ხარ, და ვინ წინა-აღგიდგეს შენ? მიერითგან არს რისხვაი შენი. 8. რაჟამს ზეცით სასმენელ ჰყავ მსჯავრი, ქუეყანასა შეეშინა და დაყუდნა. 9. რაჟამს აღდგებოდა ღმერთი სჯად, განრინებად ყოველთა მშვიდთა ქუეყანისათა. 10. რამეთუ ზრახვამან კაცისამან აღგიაროს შენ, და ნეშტი გულისზრახვისაი დღესასწაულობდეს შენდა. 11. ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი რომელნი არიან გარემოის მისა, შეწირონ ძღუენი. 12. საშინელისა მის, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი, უსაშინელესისა უფროის მეფეთა ქუეყანისათა. |