მთავარი გვერდი - ლოცვანი |
80. დასასრულსა, საწნეხელთათვის, ფსალმუნი ასაფისი1. უგალობდით ღმერთსა, მწესა ჩუენსა, ღაღადებდით ღმრთისა იაკობისა. 2. აღიღეთ ფსალმუნი და ეცით ბობღანსა, საგალობელი სახარულევანი ებნითა. 3. დაჰბერეთ ახლის თვის თავთა ნესტვითა, ბრწყინვალესა დღესა დღესასწაულისა ჩუენისასა. 4. რამეთუ ბრძანებაი არს ესე ისრაელისაი და სამართალი არს ღმრთისა იაკობისი. 5. წამებად იოსების თანა დადვა ესე, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგვიპტით; ენაი, რომელი არა იცოდა, ესმა; 6. განიშორნა ტვირთსა ბეჭნი მისნი და ხელნი მისნი გოდრითა მონებასა. 7. ჭირსა მხადე მე, და გიხსენ შენ; მესმა შენი დაფარულთა შინა ნიავქარისასა, გამოგცადე შენ წყალთა მათ ზედა ცილობისათა. 8. ისმინე, ერო ჩემო, და გიწამო შენ, და ისრაელო, ისმინო თუ ჩემი, 9. არა იყოს შენ შორის ღმერთი საწუთოი, არცა თაყუანის-სცე შენ ღმერთსა უცხოსა. 10. რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგიყვანე შენ ქუეყანით ეგვიპტით; განავრცე პირი შენი და აღვავსო ეგე. 11. და ერმან ჩემმან არა ისმინა ხმისა ჩემისაი და ისრაელი მე არა მერჩდა. 12. და განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულთა მათთაისა, რაითა ვიდოდიან საქმეთა შინა მათთა. 13. უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაელი თუმცა გზათა ჩემთა სრულ იყო. 14. ვითარცა არარაითამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა მათთა ზედა და-მცა-მედგა ხელი ჩემი. 15. მტერნი უფლისანი ეცრუვნეს მას, და იყოს ჟამი მათი საუკუნოდ. 16. და აჭამა მათ სიპოხისაგან იფთქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღნა იგინი. დიდებაი. |