მთავარი გვერდი - ლოცვანი |
83. დასასრულსა, საწნეხელთათვის, ძეთა კორესთა ფსალმუნი1. ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო! 2. ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა. გული ჩემი და ხორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა. 3. და რამეთუ სირმანცა ჰპოვა თავისა თვისისა სახლი და გურიტმან - ბუდე თვისი, სადა დაისხნეს მართუენი თვისნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო. 4. ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ. 5. ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნაი მისი შენგან არს; აღსლვაი გულსა თვისსა დაიდვა. 6. ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქვა, და რამეთუ კურთხევაი მოსცეს, რომელმანცა ჰსჯული დასდვა. 7. ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთაი სიონს. 8. უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისაო. 9. მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა. 10. რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროის ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომაი სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროის ვიდრეღა რა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა. 11. რამეთუ წყალობაი და ჭეშმარიტებაი უყუარს უფალსა, მადლი და დიდებაი მოსცეს ღმერთმან; უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ. 12. უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ. |