მთავარი გვერდი - ლოცვანი |
86. ძეთა კორესთა, ფსალმუნი გალობისაი1. საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა. 2. უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროის ყოველთა საყოფელთა იაკობისთა. 3. დიდებული ითქუა შენთვის, ქალაქო ღმრთისაო. 4. მოვიხსენო მე რააბისი და ბაბილოვნისაი, რომელთა მიციან მე; და აჰა ესერა უცხო თესლნი და ტვიროს და ერი ჰინდოთაი ესენი იშვნეს მუნ. 5. დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა, და თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან. 6. უფალი მიმოდაითქუას წიგნითა ერისაითა და მთავართა ამათგან, რომელნი იყვნეს მას შინა. 7. ვითარ მხიარულთა ყოველთა მკვიდრობაი შენდამი არს. |