მთავარი გვერდი - ლოცვანი |
88. გულისხმის-ყოფისათვის, ეთამ ისრაიტელისა1. წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე; თესლითი თესლადმდე მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა. 2. რამეთუ ჰსთქუ: უკუნისამდე წყალობაი აღეშენოს, და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტებაი შენი. 3. ვყავ აღთქუმაი რჩეულთა ჩემთა თანა და ვეფუცე დავითს, მონასა ჩემსა; 4. უკუნისამდე განვჰმზადო ნათესავი შენი და აღვაშენო თესლითი თესლადმდე საყდარი შენი. 5. აღიარებდენ ცანი საკვირველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა. 6. რამეთუ ვინ ღრუბელთა შინა ესწოროს უფალსა და ემსგავსოს უფალსა ძეთა შორის ღმრთისათა? 7. ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოის მისა. 8. უფალო ღმერთო ძალთაო, ვინ გემსგავსოს შენ, ძლიერ ხარ შენ, უფალო, და ჭეშმარიტებაი შენი გარემო არს შენსა. 9. შენ უფლებ ძალსა ზედა ზღუათასა და აღძრვასა ღელვათა მისთასა შენ დაამშვიდებ. 10. შენ დაამდაბლე ვითარცა წყლული ამპარტავანი და მკლავითა ძლიერებისა შენისაითა განაბნიენ მტერნი შენნი. 11. შენნი არიან ცანი და შენი არს ქუეყანაი, სოფელი და სავსებაი მისი შენ დააფუძნე. 12. ჩრდილოი და ბღუარი შენ შეჰქმენ, თაბორი და ერმონი სახელითა შენითა იხარებდენ. 13. შენი მკლავი ძლიერებით, განძლიერდინ ხელი შენი და ამაღლდინ მარჯუენე შენი. 14. სიმართლე და განკითხვაი არს განმზადებაი საყდრისა შენისაი, წყალობაი და ჭეშმარიტებაი ვიდოდიან წინაშე პირსა შენსა. 15. ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობაი შენი, უფალო, ნათლითა პირისა შენისაითა ვიდოდიან, 16. და სახელითა შენითა იხარებდენ მარადღე და სიმართლითა შენითა ამაღლდენ. 17. რამეთუ სიქადული ძალისა მათისაი შენ ხარ, და ნებითა შენითა ამაღლდეს რქაი ჩუენი. 18. რამეთუ უფლისაი არს შეწევნაი და წმიდისა, ისრაელ, მეუფისა ჩუენისაი. 19. მაშინ ეტყოდე ჩუენებით ნაშობთა შენთა და სთქუ: დავდევ შეწევნაი ძლიერსა ზედა და აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა. 20. ვპოვე დავით, მონაი ჩემი, და საცხებელი წმიდაი ჩემი ვსცხე მას. 21. რამეთუ ხელი ჩემი შეეწიოს მას, და მკლავმან ჩემმან განაძლიეროს იგი. 22. არა ირგოს მტერმან მისგან, და შვილმან უშჯულოებისამან ვერ შესძინოს ვნებად მისა. 23. და მოვსრნე პირისა მისისაგან მტერნი მისნი და მოძულენი მისნი დავამხუნე. 24. და წყალობაი ჩემი და ჭეშმარიტებაი ჩემი მის თანა, და სახელითა ჩემითა ამაღლდეს რქაი მისი; 25. და დავდვა ზღუასა ზედა ხელი მისი და მდინარეთა ზედა მარჯუენე მისი. 26. მან მხადოს მე: მამაი ჩემი ხარი შენ, ღმერთი ჩემი და შემწყნარებელი ცხორებისა ჩემისაი. 27. და მე პირმშოდ დავადგინო იგი უმაღლეს უფროის მეფეთა ქუეყანისათა. 28. უკუნისამდე დაუმარხო მას წყალობაი ჩემი, და აღთქუმაი ჩემი ერწმუნოს მას. 29. და ეგოს უკუნითი უკუნისამდე თესლი მისი, და საყდარი მისი ვითარცა დღენი ცისანი. 30. და-თუ-უტეონ შვილთა მისთა შჯული ჩემი, და სამართალთა ჩემთა არა ვიდოდიან, 31. სიმართლენი ჩემნი თუ შეაბილწნენ და მცნებანი ჩემნი არა დაიმარხნენ, 32. განვიხილნე კუერთხითა უშჯულოებანი მათნი და გუემითა უსამართლოებანი მათნი; 33. ხოლო წყალობაი ჩემი არავე განვაქარვო მისგან, არცა ვეცრუო ჭეშმარიტებასა ჩემსა, 34. არცა შევაგინო აღთქუმაი ჩემი და რაი-იგი აღმოხდა ბაგეთა ჩემთა, არა შეურაცხ-ვჰყო. 35. ერთ გზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს და მე არა ვეცრუო მას. 36. ნათესავი მისი უკუნისამდე ეგოს, და საყდარი მისი ვითარცა მზე წინაშე ჩემსა. 37. და ვითარცა მთოვარე განმტკიცებული უკუნისამდე და მოწამე სარწმუნოი ცათა შინა. 38. ხოლო შენ განიშორე და შეურაცხ-ჰყავ და განაგდე ცხებული შენი; 39. დააქციე აღთქუმაი მონისა შენისაი, შეაგინე ქუეყანასა ზედა სიწმიდე მისი. 40. დაარღვიენ ყოველნი ზღუდენი მისნი და ჰყვენ სიმტკიცენი მისნი შეძრწუნებულ; 41. და მიმოდაიტაცებდეს მას ყოველნი თანა-წარმავალნი გზისანი, და იქმნა იგი საყუედრელ გარემოისთა მისთა. 42. აღამაღლე მარჯუენე მაჭირვებელთა მისთაი და ახარე ყოველთა მტერთა მისთა. 43. გარე-მიაქციე შეწევნაი მახვილისა მისისაი და არა შეეწიე ბრძოლასა შინა. 44. დაჰხსენ სიწმიდე მისი და საყდარი მისი ქუეყანასა ზედა დაამხუ; 45. შეამცირენ დღენი ჟამთა მისთანი და მიჰფინე მის ზედა სირცხვილი. 46. ვიდრემდის, უფალო, გარე-მიიქცევი სრულიად, და აღატყდების ვითარცა ცეცხლი რისხვაი შენი? 47. მოიხსენე შენ, რაი არს არსებაი ჩემი, ანუ ამაოდ ნუ შეჰქმნენა ყოველნი ძენი კაცთანი? 48. ვინ არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა იხილოს სიკუდილი და იხსნეს სული თვისი ხელთაგან ჯოჯოხეთისათა? 49. სადა არიან წყალობანი შენნი პირველნი, უფალო, რომელ ეფუცე დავითს ჭეშმარიტებითა შენითა? 50. მოიხსენე, უფალო, ყუედრებაი მონათა შენთაი, რომელ დავიკრიბე წიაღთა ჩემთა მრავალთა თესლთაი; 51. რომელ აყუედრეს მტერთა შენთა, უფალო, რომელ აყუედრეს ნაცვალსა ცხებულისა შენისასა. 52. კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე, იყავნ, იყავნ. დიდებაი. |