მთავარი გვერდი - ლოცვანი |
89. გალობაი მოსესი, კაცისა ღმრთისაი1. უფალო, შესავედრებელ მეყავ ჩუენ ნათესავითი ნათესავადმდე. 2. პირველ მთათა დაბადებადმდე და შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ. 3. ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: მოიქეცით, ძენო კაცთანო. 4. რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე, რომელ წარხდა და ვითარცა სახუმილავი ერთი ღამესა შინა. 5. წელნი მათნი შეურაცხებით იყვნენ, განთიად ვითარცა მწუანე წარხდეს; განთიად აღყუავდეს და წარხდეს, მწუხრი დაჭნეს, განხმეს და დაცვივეს. 6. რამეთუ მოვაკლდით ჩუენ რისხვითა შენითა და გულის წყრომითა შენითა შევძრწუნდით. 7. დასხენ უშჯულოებანი ჩუენნი წინაშე შენსა და ცხოურებაი ჩუენი ნათელსა პირისა შენისასა. 8. რამეთუ ყოველნი დღენი ჩუენნი მოაკლდეს, და რისხვითა შენითა მოვაკლდით ჩუენ; 9. წელნი ჩუენნი ვითარცა დედაზარდლი იწურთიდეს, დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი. რამეთუ მოვიდა ჩუენ ზედა სიმშვიდე, და ჩუენ განვისწავლენით. 10. ვინმე უწყის სიმტკიცე რისხვისა შენისაი და შიშითა შენითა გულისწყრომისა შენისა აღრაცხვაი. 11. მარჯუენე შენი ესრეთ მაუწყე მე და გულითა სწავლულითა სიბრძნე შენი. 12. მოიქეც, უფალო, ვიდრემდის; და ნუგეშინის-ცემულ იქმენ მონათა შენთა ზედა. 13. აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ. ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ. 14. მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლენ ჩუენ და წელთა, რომელთა ვიხილეთ ჩუენ ძვირი. 15. და მოხედენ მონათა შენთა ზედა და ქმნულთა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა. 16. და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი ხელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა, და ქმნული ხელთა ჩუენთაი წარგვიმართე. |