მთავარი გვერდი - ლოცვანი |
91. ფსალმუნი, გალობაი დავითისი, დღისა შაბათისაი1. კეთილ არს აღსარებაი უფლისაი და გალობად სახელსა შენსა, მაღალო, 2. მითხრობად ცისკარს წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი ღამედ-ღამედ. 3. ათძალითა საფსალმუნისაითა და ხმითა ებნისაითა. 4. რამეთუ მახარე მე დაბადებულითა შენითა, უფალო, და ქმნულითა ხელთა შენთაითა ვიხარებდე. 5. ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო! ფრიად ღრმა იქმნნეს ზრახვანი შენნი. 6. კაცმან სულელმან არა ჰსცნას, და უგუნურმან არა გულისხმა-ჰყოს ესე. 7. აღმოცენებასა ცოდვილთასა ვითარცა თივაი და გამოჩნდეს ყოველნი, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რაითა მოისრნენ უკუნითი უკუნისამდე. 8. ხოლო შენ მაღალ ხარ უკუნისამდე, უფალო. 9. რამეთუ ესერა მტერნი შენნი, უფალო, რამეთუ ესერა მტერნი შენი წარწყმდენ, და განიბნინენ ყოველნი რომელნი იქმან უშჯულოებასა. 10. და ამაღლდეს, ვითარცა მარტორქისა, რქაი ჩემი და სიბერე ჩემი ზეთითა პოხილითა. 11. და იხილა თუალმან ჩემმან მტერთა ჩემთაი და მათთვის, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა ბოროტებით, ესმა ყურსა ჩემსა. 12. მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს. 13. დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდიან. 14. უფროისად განმრავლდეს სიბერესა სიპოხისასა და ფუფუნეულ იყვნენ თხრობასა, 15. რამეთუ წრფელ არს უფალი ღმერთი ჩუენი, და არა არს სიცრუვე მის თანა. |