მთავარი გვერდი - ლოცვანი |
93. ფსალმუნი დავითისი, მეოთხისა შაბათისაი1. ღმერთი შურის ძიებათაი, უფალი ღმერთი შურის ძიებათაი განცხადნა. 2. ამაღლდი, რომელი შჯი ქუეყანასა, მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა. 3. ვიდრემდის ცოდვილნი, უფალო, ვიდრემდის ცოდვილნი იქადოდიან. 4. აღმოსთქუან და იტყოდიან სიცრუვესა, იტყოდიან ყოველნი, რომელნი იქმან უშჯულოებასა. 5. ერი შენი, უფალო, დაამდაბლეს და სამკვიდრებელი შენი განაბოროტეს. 6. ქურივი და მწირი მოკლეს და ობოლი მოსწყვიდეს. 7. და თქუეს: არა იხილოს უფალმან, არცა გულისხმა-ჰყოს ღმერთმან იაკობისმან. 8. გულისხმა-ჰყავთ აწ, უგუნურნო ერისანო და ცოფნო, ოდესმე გულისხმა-ჰყოთ. 9. რომელმან დაჰნერგა ყური, არა ნუ ესმისა. ანუ რომელმან შექმნა თუალი, არა ნუ ხედავსა. 10. რომელი სწავლის თესლებსა, არა ნუ ამხილოსა, რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაი? 11. უფალმან უწყნის ზრახვანი კაცთანი, რამეთუ არიან ამაო. 12. ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო, და შჯულისა შენისაგან ასწაო მას. 13. დამშვიდებად მისა დღეთა ბოროტთა, ვიდრემდის ეთხაროს ხნარცვი ცოდვილსა. 14. რამეთუ არა განიშოროს უფალმან ერი თვისი და სამკვიდრებელი თვისი არა უგულებელს-ჰყოს. 15. ვიდრემდის მოიქცეს სიმართლე განკითხვად, და მიეახლნენ მას ყოველნი, რომელნი წრფელ არიან გულითა. 16. ვინ წინა-აღმიდგეს მე უკეთურთაგანი. ანუ ვინ თანა-წარმომიდგეს მე მათგანი, რომელნი იქმან უშჯულოებასა. 17. არა თუმცა უფალი შემეწია მე, კნინ ერთღა და და-მცა-ემკვიდრა ჯოჯოხეთს სული ჩემი. 18. უკუეთუმცა ვიტყოდე: შემიძრწუნდა ფერხი ჩემი, წყალობაი შენი, უფალო, შემწევდა მე. 19. მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა ნუგეშინისცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა. 20. ნუ დადგებინ შენ წინაშე საყდარი უშჯულოებისაი, რომელი იქმან შრომასა ბრძანებულსა ზედა. 21. მოინადირონ სული მართლისაი და სისხლსა უბრალოსა ბრალეულ-ჰყოფდენ. 22. და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი შემწე სასოებისა ჩემისა. 23. და მიაგოს მათ უფალმან უშჯულოებაი მათი და უკეთურებისა მათისაებრ უჩინო-ჰყვნეს იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან. დიდებაი. |