მთავარი გვერდი - ლოცვანი |
94. ქებაი გალობისაი, დავითისი, წარუწერელი ებრაელთა შორის1. მოვედით, უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩუენისა. 2. აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას. 3. რამეთუ ღმერთი დიდ არს უფალი და მეუფე დიდ არს ყოველსა ქუეყანასა ზედა. 4. რამეთუ ხელსა შინა მისსა არიან კიდენი ქუეყანისანი და სიმაღლენი მთათანი მისნი არიან. 5. რამეთუ მისი არს ზღუაი და მან შექმნა იგი, და ხმელი ხელთა მისთა დაჰბადეს. 6. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ მას და ვტიროდეთ წინაშე უფლისა შემოქმედისა ჩუენისა. 7. რამეთუ იგი არს ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ერი სამწყსოისა მისისაი და ცხოვარნი ხელისა მისისანი. 8. დღეს თუ ხმისა მისისაი ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა იგი განმწარებასა მას დღისა მისებრ განცდისა უდაბნოსა ზედა. 9. სადა იგი განმცადეს მე მამათა თქუენთა; გამომცადეს მე და იხილნეს საქმენი ჩემნი. 10. ორმეოც წელ მოვიწყინე ნათესავი იგი და ვსთქუ: მარადის სცთებიან იგინი გულითა მათითა და მათ არა იცნეს გზანი ჩემნი. 11. ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, უკუეთუ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა. |