მთავარი გვერდი - ლოცვანი |
97. ფსალმუნი დავითისი1. უგალობდეთ უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკვირველი ქმნა უფალმან; აცხოვნა იგი მარჯუენემან მისმან და მკლავმან წმიდამან მისმან. 2. აჩუენა უფალმან მაცხოვარებაი თვისი, წინაშე თესლთა განაცხადა სიმართლე მისი. 3. მოიხსენა მოწყალებაი მისი იაკობის თანა და ჭეშმარიტებაი მისი - სახლსა ზედა ისრაელისასა; იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაი ღმრთისა ჩუენისაი. 4. ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაი, უგალობდით და იხარებდით და აქებდით. 5. უგალობდით უფალსა ებნითა, ებნითა და ხმითა ფსალმუნისაითა; 6. ნესტვითა ჭედილითა და ხმითა ნესტვისა რქისაითა ღაღადებდით წინაშე მეუფისა უფლისა. 7. აღიძარნ ზღუაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა. 8. მდინარეთა აღიტყუელონ ხელითა თანად, მთანი იხარებდენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს. 9. რამეთუ მოვიდეს განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი - სიწრფოებით. |