მთავარი გვერდი - ლოცვანი |
98. ფსალმუნი დავითისი1. უფალი სუფევს, განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქუეყანაი. 2. უფალი სიონს დიდ არს და მაღალ არს ყოველთა ზედა ერთა. 3. აუარებდენ სახელსა შენსა დიდსა, რამეთუ საშინელ და წმიდა არს. 4. და პატივსა მეუფისასა სამართალი უყუარს; შენ განმზადე სიწრფოებაი, განკითხვაი და სიმართლე იაკობის თანა შენ ჰყავ. 5. აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს. 6. მოსე და აჰრონ მღუდელთა შორის მისთა და სამოელ მათ თანა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა; ხადოდეს უფალსა და მას ესმა მათი. 7. და სუეტითა ღრუბლისაითა ეტყოდა მათ; რამეთუ იმარხვიდეს წამებათა მისთა და ბრძანებათა მისთა, რომელ მოსცნა მათ. 8. უფალო ღმერთო ჩუენო, შენ ისმინე მათი; ღმერთო, შენ მომტევებელ ექმენ მათ და შურის მეძიებელ ყოველთა ზედა საქმეთა მათთა. 9. აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-ეცით მთასა წმიდასა მისსა; რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი. |