მთავარი გვერდი - ლოცვანი |
ალილუიაი, 1041. აუარებდით უფალსა და ხადოდეთ სახელსა მისსა, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი. 2. აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა საკვირველებათა მისთა. 3. იქებოდეთ სახელითა მისითა წმიდითა; იხარებდინ გული მეძიებელთა უფლისათაი. 4. მოიძიეთ უფალი და განძლიერდით და ეძიებდით პირსა მისსა მარადის. 5. მოიხსენეთ საკვირველებათა მისთაი, რომელ ქმნა, სასწაულნი, და სამართალნი პირისა მისისანი. 6. ნათესავნი აბრაჰამისნი მონანი მისნი, შვილი იაკობისნი რჩეულნი მისნი. 7. თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არიან სამართალნი მისნი. 8. მოიხსენა უკუნისამდე აღთქუმისა თვისისაი და სიტყუაი, რომელ ამცნო ათასამდე ნათესავად, 9. რომელ-იგი დასდვა აბრაჰამის თანა და ფიცი მისი ისააკის თანა. 10. და დაამტკიცა იგი იაკობის თანა ბრძანებად და ისრაელისა აღთქუმად საუკუნოდ. 11. ჰრქუა მას: შენ მიგცე ქუეყანაი იგი ქანანისაი ნაწილად მკვიდრობისა თქუენისა; 12. რამეთუ იყვნეს იგინი რიცხვით მცირე-მცირე და მსხემ მას შინა. 13. და ვიდოდეს იგინი თესლითი თესლად და მეფეთაგან ერად სხუად. 14. არა აუფლა კაცსა ვნებად მათდა და ამხილა მათთვის მეფეთა; 15. ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა და წინასწარმეტყუელთა ჩემთა შორის ნუ უკეთურობთ. 16. და მოუწოდა სიყმილსა ქუეყანად და ყოველი ძალი პურისაი შემუსრა. 17. წარავლინა წინაისწარ მათსა კაცი, და მონად განისყიდა იოსები. 18. დაამდაბლნეს ბორკილითა ფერხნი მისნი, რკინასა განვლო სულმან მისმან. 19. ვიდრე მოწევნადმდე სიტყვისა მისისა, სიტყუამან უფლისამან გამოახურვა იგი. 20. მიავლინა მეფემან და განჰხსნა იგი მთავრად ერისა და განუტევა იგი. 21. და დაადგინა იგი უფლად სახლისა თვისისა და მთავრად ყოვლისა მონაგებისა მისისა; 22. სწავლად მთავართა მისთა ვითარცა თავი თვისი, და მოხუცებულთა მისთა განბრძნობად. 23. და შევიდა ისრაელი ეგვიპტედ, და იაკობ დაემკვიდრა ქუეყანასა მას ქამისსა. 24. და აღაორძინა ერი მისი ფრიად და განაძლიერა იგი უფროის მტერთა მისთა. 25. გარდააქცია გული მისი მოძულებად ერისა მისისა და ზაკუვად მონათა შორის მისთა. 26. წარავლინა მოსე მონაი მისი, და აჰრონ, რომელი გამოირჩია თავისა თვისისა; 27. დასხნა მათ შორის სიტყუანი სასწაულთა მისთანი, და ნიშთა მისთანი ქუეყანასა მას ქამისსა. 28. მიავლინა მათდა ბნელი და დააბნელნა, რამეთუ განამწარნეს სიტყუანი მისნი. 29. გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და მოსწყვიდნა თევზნი მათნი; 30. განამრავლა ქუეყანამან მათმან მყუარი საუნჯეთა შორის მეფეთა მათთაისა. 31. თქუა, და მოხდა ძაღლის მწერი და მუმლი ყოველთა საზღვართა მათთა. 32. დასხნა წვიმანი მათნი სეტყუად, და ცეცხლი აღატყდებოდა ქუეყანასა მათსა. 33. და დასცა ვენახები მათი და ლეღუოვანი მათი და შემუსრა ყოველი ხე საზღვარისა მათისაი. 34. თქუა, და მოხდა მკალი და ბუზი, რომლისა არა იყო რიცხვი; 35. შეჭამა ყოველი თივაი ქუეყანასა შინა მათსა და მოჭამა ყოველი ნაყოფი ქუეყანისა მათისაი. 36. და დასცა ყოველი პირმშო ქუეყანასა შინა მათსა, დასაბამად ყოვლისა ტკივილისა მათისაი. 37. და გამოიყვანნა იგინი ოქროითა და ვეცხლითა, და არა იყო ნათესავსა მათსა სნეულ. 38. იხარა ეგვიპტემან გამოსლვასა მათსა, რამეთუ დაეცა შიში მათი მათ ზედა. 39. განჰმარტა ღრუბელი საგრილად მათდა და ცეცხლი მნათობად მათდა ღამე. 40. ითხოვეს, და მოხდა მწყერ-მარხილი, და პურითა ზეცისაითა განაძღნა იგინი; 41. სცა კლდესა, და გამოეცნეს წყალნი, და ვიდოდეს ურწყულსა მდინარენი. 42. რამეთუ მოიხსენა სიტყვისა წმიდისა თვისისა, რომელ ჰყო აბრაამის მიმართ მონისა თვისისა. 43. და გამოიყვანა ერი თვისი სიხარულით და რჩეულნი მისნი შუებით. 44. და მისცა მათ სოფლები წარმართთაი, და ნაშრომი ერთაი დაიმკვიდრეს, 45. რაითა დაიცვნენ სამართალნი მისნი და ჰსჯული მისი მოიძიონ. დიდებაი. |