მთავარი გვერდი - ლოცვანი |
ალილუია, 1051. აუვარებდით უფალსა, რამეთუ ტკბილ არს, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი. 2. ვინ-მე იტყოდეს ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ-ჰყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი? 3. ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა. 4. მომიხსენენ ჩუენ, უფალო, სათნოებითა ერისა შენისაითა და მომხედენ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა. 5. რაითა ვიხილოთ ჩუენ სიტკბოებაი რჩეულთა შენთაი და ვიხარებდეთ ჩუენ სიხარულითა ნათესავისა შენისაითა, რაითა ვიქებოდით ჩუენ სამკვიდრებელთა შენთა თანა. 6. ვსცოდეთ მამათა ჩუენთა თანა, უჰსჯულო ვიქმნენით და გეცრუვენით შენ. 7. მამათა ჩუენთა ეგვიპტეს შინა არა გულისხმა-ჰყვნეს საკვირველებანი შენნი, არცა მოიხსენნეს მრავალნი წყალობანი შენნი და განგამწარეს წიაღსვლასა ზღვისა მის მეწამულისასა. 8. და იხსნა იგინი სახელისა მისისათვის, რაითამცა გულისხმა-ჰყვეს ძლიერებაი მისი; 9. და შეჰრისხნა ზღუასა მეწამულსა და განხმა, და უძღოდა მათ უფსკრულსა შინა, ვითარცა უდაბნოსა ზედა; 10. და განარინნა იგინი ხელისაგან მოძულეთაისა და იხსნნა იგინი ხელისაგან მტერთა მათთაისა; 11. და დაფარნა წყალმან მაჭირვებელნი მათნი, და ერთიცა მათგანი არა განერა. 12. და ჰრწმენა მათ სიტყვისა მისისაი და აქებდეს ქებულებასა მისსა. 13. ისწრაფეს და დაივიწყნეს მათ საქმენი მისნი და არა დაუთმეს ზრახვასა მისსა. 14. და გულმან-უთქუა გულის-თქუმაი უდაბნოსა შინა, და განსცადეს ღმერთი ურწყულსა შინა. 15. და მოსცა მათ თხოვაი მათი და მოუვლინა სავსებაი სულსა მათსა. 16. და განარისხეს მოსე ბანაკსა შინა და აჰრონ, წმიდაი უფლისაი. 17. განეღო ქუეყანაი და დანთქა დათან და დაფარა ბანაკი აბირონისი; 18. და ცეცხლი აღატყდა კრებულსა შორის მათსა, და ალმან შეწუნა ცოდვილნი. 19. და ქმნეს ხბოი ქორებს და თაყუანის-სცეს კერპსა მას; 20. და ცვალეს დიდებაი მათი მსგავსად ხბოისა მის თივის მჭამელისა. 21. და დაივიწყეს ღმრთისა მაცხოურისა მათისაი, რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი ეგვიპტეს შინა, 22. საკვირველებანი მისნი ქუეყანასა მას ქამისსა და საშინელებანი მისნი ზღუასა მას ზედა მეწამულსა. 23. და სთქუა მოსრვაი მათი, არა თუმცა მოსე, რჩეული მისი, დადგა სრვასა მას წინაშე მისსა გარე-მიქცევად გულის წყრომაი მისი, რაითამცა არა მოსრნა იგინი. 24. და შეურაცხ-ჰყვეს ქუეყანაი იგი გულის-სათქუმელი და არა ჰრწმენა მათ სიტყვისა მისისაი; 25. დრტვინვიდეს იგინი კარვებსა მათსა და არა ისმინეს ხმაი უფლისაი. 26. და აღიღო ხელი მისი მათ ზედა დაცემად მათდა უდაბნოსა ზედა. 27. და დაცემად თესლისა მათისა წარმართთა შორის და განბნევად მათდა სოფლებსა შორის. 28. და შეიბილწნეს იგინი ბელფეგორს და ჭამეს ნაგებნი მკუდართაი. 29. და განარისხეს იგი საქმითა მათითა, და განმრავლდა მათ ზედა დაცემაი. 30. და დასდგა ფინეზ და ლხინება-ჰყო, და დაეყენა სრვაი; 31. და შეერაცხა მას სიმართლედ თესლითი თესლადმდე მიუკუნისადმე. 32. და განარისხეს იგი წყალთა მათ ზედა ცილობისათა, და განბოროტნა მოსე მათთვის, 33. რამეთუ მათ განამწარეს სული მისი; და განუჩინა მათ ბაგითა თვისითა. 34. და არა მოსრნეს ნათესავნი იგი, რომელთაი ჰრქუა მათ უფალმან. 35. და აერინეს წარმართთა და ისწავლნეს საქმენი მათნი; 36. და ჰმონეს კერპთა მათთა, და ექმნა მათ იგი საცთურ; 37. და დაუკლნეს ძენი მათნი და ასულნი მათნი ეშმაკთა. 38. და დასთხიეს სისხლი უბრალოი, სისხლი ძეთა და ასულთა მათთაი, რომელ-იგი უზორეს კერპსა მას ქანანისასა, დაკლვით მოისრა ქუეყანაი სისხლითა. 39. და შეიგინა საქმითა მათითა, რამეთუ ისიძვიდეს იგინი საქმეთა შინა მათთა. 40. და განრისხნა გულის წყრომით უფალი ერსა თვისსა ზედა და მოიძაგა სამკვიდრებელი თვისი; 41. და მისცნა იგინი ხელთა მტერთასა, და ეუფლნეს მათ მოძულენი მათნი; 42. და აჭირვებდეს მათ მტერნი მათნი, და დამდაბლდეს იგინი ქუეშე ხელსა მათსა. 43. მრავალ გზის იხსნნა იგინი, ხოლო მათ გან-ვე-ამწარეს იგი ზრახვითა მათითა და დამდაბლდეს უჰსჯულოებითა მათითა. 44. და მოხედნა უფალმან ჭირსა მათსა, რაჟამს შეისმინა მან ვედრებისა მათისაი; 45. და მოიხსენა აღთქუმისა თვისისაი და შეინანა მრავლითა წყალობითა თვისითა; 46. და მისცნა იგინი საწყალობელად წინაშე ყოველთა წარმტყუენველთა მათთა. 47. მაცხოვნენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, და შემკრიბენ ჩუენ წარმართთაგან, რაითა აუვაროთ სახელსა შენსა წმიდასა და ვიქადოდეთ ჩუენ ქებულებითა შენითა. 48. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი ამიერითგან და უკუნისამდე, და სთქუას ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ. დიდებაი. |