მთავარი გვერდი - ლოცვანი |
ალილუია, 1141. შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ხმაი ვედრებისა ჩემისაი. 2. რამეთუ მოყო ყური მისი ჩემდა, და მე დღეთა ჩემთა ვხადოდე მას. 3. გარე-მომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს მე; ჭირი და სალმობაი ვპოვე. და სახელსა უფლისასა ვხადე: 4. უფალო, იხსენ სული ჩემი. მოწყალე არს უფალი და მართალ და ღმერთი ჩუენი მწყალობელ. 5. დაიცავს ჩჩვილთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე. 6. მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ. 7. რამეთუ იხსნა სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან, და ფერხნი ჩემნი ბრკოლისაგან. 8. სათნო-ვეყო წინაშე უფლისა სოფელსა შინა ცხოველთასა. დიდებაი. |