მთავარი გვერდი - ლოცვანი |
ალილუია, 1171. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 2. თქუნ სახლმან ისრაელისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 3. თქუნ სახლმან აჰრონისმან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი; 4. თქუედ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი. 5. ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა, და ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ. 6. უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს რაი მიყოს მე კაცმან? 7. უფალი არს მწე ჩემდა, და მე ვიხილნე მტერნი ჩემნი. 8. კეთილ არს მოსავ-ყოფაი უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფაი კაცისა მიმართ; 9. კეთილ არს სასოებაი უფლისა მიმართ, ვიდრე სასოებაი მთავართა მიმართ. 10. ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ. 11. გარე-მომადგეს და მომიცვეს მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ; 12. მომადგეს მე, ვითარცა ფუტკარნი გოლსა, და აღეტყინნეს, ვითარცა ცეცხლი ეკალთა შორის, და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ; 13. მივდერკ ჭენებით დაცემად, და უფალმან ხელი აღმიპყრა მე. 14. ძალი ჩემი და გალობაი ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ. 15. ხმაი სიხარულისაი და ცხოურებისაი საყოფელსა მართალთასა: 16. მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი, მარჯუენემან უფლისამან აღმამაღლა მე, მარჯუენემან უფლისამან ქმნა ძალი. 17. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი. 18. სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე. 19. განმიხუენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და აუვარო უფალსა. 20. ესე არს ბჭე უფლისაი, და მართალნი შევლენან ამას შინა. 21. აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ. 22. ლოდი, რომელი შეურაცხ-ჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; 23. უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა. 24. ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა. 25. უფალო, მაცხოვნე მე, უფალო, წარმიმართე მე. 26. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა; გაკურთხენით თქუენ სახელითა უფლისაითა. 27. ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ; განჰმზადეთ დღესასწაული ჟამსა ყუავილთასა ვიდრე რქათამდე საკურთხეველისათა. 28. ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგიარო შენ, ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგამაღლო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ. 29. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი. დიდებაი. |