მთავარი გვერდი - ლოცვანი |
გალობა აღსავალთა, 1271. ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან გზათა მისთა. 2. ნაშრომი ნაყოფთა შენთაი შჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ. 3. ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმოი კიდეთა სახლისა შენისათა. 4. შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნი ზეთის-ხილისანი გარემოის ტაბლისა შენისა. 5. აჰა ესერა ესრეთ იკურთხოს კაცი, რომელსა ეშინოდის უფლისა. 6. გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, და იხილო შენ კეთილი იერუსალემისაი ყოველთა დღეთა ცხოურებისა შენისათა. 7. და იხილნე შენ შვილნი შვილთა შენთანი, მშვიდობაი ისრაელსა ზედა. |