მთავარი გვერდი - ლოცვანი |
გალობა აღსავალთა, 1311. მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი. 2. ვითარ-იგი ეფუცა უფალსა და აღუთქუა ღმერთსა იაკობისსა. 3. უკუეთუ შევიდე მე საყოფელსა სახლისა ჩემისასა, ანუ თუ აღვხდე სარეცელსა ცხედრისა ჩემისასა. 4. ანუ თუ ვსცე ძილი თუალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და განსუენებაი ხორცთა ჩემთა. 5. ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაი და საყოფელი ღმრთისა იაკობისი. 6. ესერა გუესმა ესე ევფრათას, და ვჰპოვეთ იგი ველსა მას მაღნართასა. 7. შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერხნი მისნი. 8. აღსდეგ, უფალო, განსასუენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაი. 9. მღუდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ. 10. დავითისთვის, მონისა შენისა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ცხებულისაგან შენისა. 11. ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხ-ჰყოს იგი, ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთა. 12. და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა ჰსჯული ჩემი და წამებანი ჩემნი ესე, რომელ ვასწავლნე მათ და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა. 13. რამეთუ გამოირჩია უფალმან სიონი და სათნო-იყო იგი სამკვიდრებელად თვისა. 14. ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე. 15. ნადირნი მისნი კურთხევით ვაკურთხნე და გლახაკნი მისნი განვაძღნე პურითა. 16. მღუდელთა მისთა შევმოსო ცხოურებაი, და წმიდანი მისნი სიხარულით იხარებდენ. 17. მუნ აღმოუცენო რქაი დავითს და განუმზადე სანთელი ცხებულსა ჩემსა. 18. მტერთა მისთა შევჰმოსო სირცხვილი, ხოლო მის ზედა აღყუავნეს სიწმიდე ჩემი. |