მთავარი გვერდი - ლოცვანი |
ფსალმუნი დავითისი, 1401. უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი. 2. წარემართენ ლოცვაი ჩემი ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობაი ხელთა ჩემთაი მსხუერპლ სამწუხროდ. 3. დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა. 4. ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყუათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უჰსჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა. 5. მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისაი ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვაი ჩემი ნებასა მათსა. 6. დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმნენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან. 7. ვითარცა სისქე მიწისაი განიპო ქუეყანასა ზედა, განიბნინეს ძუალნი მათნი ჯოჯოხეთსა შინა. 8. რამეთუ შენდამი, უფალო, უფალო, თუალნი ჩემნი; შენდამი ვესავ, ნუ მიმიღებ სულსა ჩემსა. 9. მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე და საცთურისაგან, რომელნი იქმან უშჯულოებასა. 10. შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი; მხოლოი ვარი მე ვიდრემდის თანა-წარვჰხდე? |