მთავარი გვერდი - ლოცვანი |
ლოცვა საშინელისა მის ძრვისათვისწმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის). ტროპარი: რომელი მოჰხედავ ქუეყანასა და ჰყოფ მას შეძრწუნებულ, გვიხსენ ჩვენ საშინელისა შერისხვისა და ძრვისაგან ქრისტე ღმერთო ჩვენო და გარდამოგვივლინენ მდიდრად მოწყალებანი შენნი, მეოხებითა ღვთისმშობელისათა და გვაცხოვნენ ჩვენ. კონდაკი: გვიხსნენ საშინელისაგან ძრვისა ჩვენ ყოველნი უფალო, და ცოდვათა ჩუენთა წყლულებისაგან მოუთმენელისა. რიდე უფალო მართლმადიდებელსა ერსა შენსა, რომელი მოიგე სისხლითა შენითა მეუფეო, და ნუ მისცემ ქალაქსა ძრვითა საშინელითა წარსაწყმედელად, რამეთუ თვინიერ შენსა სხვა ღმერთი არა ვიცით, და ეტყოდე მღაღადებელთა: მე მხოლო ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა. ღმერთო, დიდო, საშინელო და საკვირველო, დიდო და მართალო, რომელი შემოქმედი ხარ ყოველთა და ყოველსავე კეთილად განაგებ, რომელი მოჰხედავ ქვეყანასა და ჰყოფ მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებ მთათა და კუმოდიან, რომელი შესძრავ ცათა საფუძვლითურთ და სვეტნი მათნი შეირყევიან, რომელი შესძრავ ქვეყანასა და მიხედვითა შენითა კვალად განამტკიცებ, რომლისაგან ეშინის ყოველთა და ჰსძრწის პირისაგან ძლიერებისა შენისა, რამეთუ ვერვის ძალ-უძს წინააღდგომად რისხვისა შენისა, ჩუენ ცოდვილთა ზედა მოწევნულთა საშინელებათა, არამედ აურაცხელ და გამოუთქმელ არს წყალობაჲ აღთქმისა შენისა: მოიხსენე შენ, წყალობაჲ შენი უფალო და მოგვმადლე ჩუენ, რამეთუ საუკუნითგან და უკუნისამდე არიან წყალობანი შენნი. დაამტკიცე დაბადებული ესე შენი, განამტკიცე ქვეყანაჲ ესე, დააყუდე ძრვაჲ ესე, დააყუდე ძრვისა მიერი სალმობა ქვეყანასა და ნუ თანა წარგვწყმედ ჩუენ უსჯულოებათა ჩუენთაებრ და ნუცა ცოდვათა ჩუენთაებრ დაგვსჯი ჩუენ სიღრმეთა ქვეშე ქვეყანისათა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, ღმერთი წყალობისა და მაცხოვარებისა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. |