მთავარი გვერდი - ლოცვანი |
ლოცვანი მოყვასთათვის წმ. იოანე კრონშტადტელისაამპარტავანისა და ჭირვეულისა გამოუფალო, ასწავე მონასა შენსა, სატანებრივსა ამპარტავნებასა შთავრდომილსა, მორჩილებაჲ და სიმდაბლეჲ, და განაგდე გულისა მისისაგან სიბნელეჲ და უღელი სატანებრივისა ამპარტავნებისაჲ! ავისა და მრისხანისა გამოუფალო მადლითა შენითა ჰქმენ კეთილ მონაჲ ესე შენი. ვერცხლის-მოყუარისა და ძუნწისა გამოსაუნჯეო ჩუენო უხრწნელო და სიმდიდრეო დაულევნელო, მიეც მონასა ამას შენსა, რომელი ხატად და მსგავსად შენდა ქმნილ არს, შეცნობად ხიბლისა სიმდიდრისასა და ვითარ ყოველივე ქუეყნიერი ამაო, აჩრდილ და სიზმარ არის. ვითარცა ბალახნი არიან დღენი კაცისანი ანუ ვითარცა ქსელნი დედაზარდილისაჲ და ვითარცა შენ მხოლო ხარ საუნჯე, განსვენებაჲ და სიხარული ჩუენი. |