მთავარი გვერდი - ლოცვანი |
დაუჯდომელი უფლისა ჩვენისა იესუ ტკბილისა
კონდაკი 1
ზესთა მბრძოლო და უფალო, ჯოჯოხეთისა დამთრგუნველო, ვითარცა ხსნილი საუკუნოისა სიკვდილისაგან, ქებულებასა აღვსწერ შენდა მომართ დაბადებული და მონა შენი; არამედ ვითარაცა გაქვს მოწყალება გამოუთქმელი, ყოვლისა განსაცდელისაგან მიხსენ მღაღადებელი შენი: იესუ, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე. იკოსი 1
ანგელოსთა შემოქმედო და უფალო ძალთაო, განმიღე მე უცნობი გონება და ენა საქებელად ყოვლადწმიდისა სახელისა შენისა, ვითარცა პირველ ყრუსა და უტყვსა სასმენელი განუხვენ, ღაღადებითა ხმობდა რა ესრეთ: კონდაკი 2
მხილველი ქვრივისა, ფრიად მგოდებელისა, უფალო, ვითარცა მაშინ მოწყალე იქმენ და ძეი მისი დასაფლველად წარღებული აღადგინე, ეგრეთვე ჩემზედაცა მოწყალე იქმენ კაცთმოყვარე და ცოდვითა მომკვდარი სული ჩემი აღადგინე, მღაღადებელი: ალილუია. იკოსი 2
ცნობისა უცნაურისა ცნობად ფილიპე იძია, უფალო, მიჩუენე ჩუენ მამა შენი, ხოლო შენ არქუ მას: ეგოდენ ჟამ ჩემ თანა ხარ და არა უწყი, რამეთუ მამა ჩემთანა არს და მე მამისა თანა? ეგრეთვე, გამოუკვლეველო, შიშით გიხმობ შენ: კონდაკი 3
ძალითა მაღლისათა მოციქულნი შემოსენ, იესუ, იერუსალიმს მსხდომარენი, შემმოსე მეცა, შიშველი ყოველთა კეთილთა საქმეთაგან, მხურვალებითა სულისა შენისა წმიდისათა, და მომეც მე სიყვარულით გალობად შენდა: ალილუია. იკოსი 3
მქონებელმა მდიდრად მოწყალებისამან, მეზვერეთა და ცოდვილთა, და ურწმუნოთა მოუწოდე, იესუ; აწ მეცა ნუ უგულვებელს-მყოფ, მსგავსსა მათსა, არმედ ვითარცა მრავალსასყიდლისა ნელსაცხებელი, მიიღე გალობა ესე: კონდაკი 4
იჭვნეულ გულისსიტყვათა ღელვისა მქონებელი, დაინთქმოდა პეტრე, ხოლო გიხილა რა შენ, იესუ, ხორციელად წყალთა ზედა მავალი, გიცნა შენ ღვთად ჭეშმარიტად და ხელი ცხოვრებისა მი-რა-იღო, ხმა ჰყო: ალილუია. იკოსი 4
ესმა ბრმასა, უფალო, ხვიდოდი რა გზასა ზედა, ღაღად-ჰყო: იესუ, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე. მოუწოდე და განუხვენ თვალნი მისნი. განმინათლენ წყალობითა შენითა თვალნი გულისხმისყოფისანი, განმიხვენ მეცა მხმობელსა და მღაღადებელსა შენსა: კონდაკი 5
ღვთივ-გარდამომდინარითა სისხლითა, ვითარცა მოგვიყიდენ ჩვენ პირველწყევისაგან სჯულისა, იესუ, ეგრეთვე გვიხსნე ჩვენ ბადეთაგან ხორციელისა ვნებისა და ბოროტისა, უძღებისა გულისთქმისა ზრუნვისაგან, მღაღადებელნი შენდა: ალილუია. იკოსი 5
იხილეს ყრმათა ებრაელთა ხატისა კაცობრივითა ხელითა კაცთა დამბადებელი, და მეუფედ მცნობელნი მისი, ისწრაფვიდეს რტოებითა სათნო-ყოფად მისსა, ოსანასა მღაღადებელნი. ხოლო ჩვენ გალობასა შევსწირავთ შენდა მეტყველნი: კონდაკი 6
ქადაგთა ღმერთშემოსილთა ხმანი და სიტყვანი აღასრულენ, იესუ, ქვეყანასა ზედა გამოსჩნდი რა და დაუტევნელი კაცთა თანა დატევნილ იქმენ, და სნეულებანი ჩემნი იტვირთენ, და მიერითგან წყლულებითა შენითა განკურნებულნი, გალობად ვისწავეთ: ალილუია. იკოსი 6
გამობრწყინდა ქვეყანასა ზედა ნათელი ჭეშმარიტებისა შენისა, და განდევნა საცდური ეშმაკისა, რამეთუ კერპნი მისნი, მაცხოვარო ჩვენო, ვერ თავსმდებელნი ძალისა შენისანი, დაეცნენ. ბოლო ჩვენ, ცხოვრებამონიჭებულნი, გიღაღადებთ შენ: კონდაკი 7
გეგულვებოდა რა საუკუნითგან დაფარულისა საიდუმლოსა გამცხადება, ვითარცა ცხოვარი კვლად მიყვანებულ იქმენ, იესუ, და, ვითარცა ტარიგი წინაშე მრისველისა მის უხმო, და ვითარცა ღმერთი მკვდრეთით აღსდეგ და ზეცად ამაღლდი დიდებით, და ჩვენ თანა აღმადგინენ მღაღადებელნი: ალილუია. იკოსი 7
საკვირველი აღგებული გვეჩვენა, გამოგვიჩნდი რა ჩვენ, უთესლოდ ქალწულისაგან განხოროციელებული, აღსდეგ საფლავისაგან და საფლავისა ბეჭედნი არა დახსენ და მოციქულთა თანა კართა ხშულთა ხორცითა შეხვედ, ამისთვის განკვირვებულნი გიგალობთ: კონდაკი 8
უცხოსა განკაცებისა ღვთისა მხილველნი უცხო ვიქმნეთ ამაოსა სოფელსა და საღმთოდ მივიქცეთ გონებითა. რამეთუ ამისთვის გარადმოხდა ღმერთი ქვეყანასა ზედა, რათა ზეცად აღმიყვანეს ჩვენ, მღაღადებელნი მისნი: ალილუია. იკოსი 8
ყოვლად იყო ქვეყანასა ზედა და ცათაგან არა მოკლებულ იყო დიდებისაგან, რაჟამს ნებსით თვისით ჩვენთვის ივნო და სიკვდილითა თვისითა სიკვდილი მოაკვდინა და აღდგომითა ცხოვრება მოანიჭა მღაღადებელთა: კონდაკი 9
ყოველი ბუნება ანგელოსებრი დაუცხრომელად ადიდებს წმიდასა სახელსა შენსა, იესუ, ცათა შინა: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, მღაღადებელი, ხოლო ჩვენ, ცოდვილნი, ქვეყანასა ზედა დაუდუმებელითა თიხიერითა ბაგითა გიღაღადებთ: ალილუია. იკოსი 9
რიტორთა მრავალხმათა, ვითარცა თევზთა უხმოთა ვხედავ შენდამი, იესუ, მაცხოვარო ჩვენო, რამეთუ უმეცარ არიან თქმად, თუ ვითარ ღმერთი უცვალებელად კაც იქმენ. ხოლო ჩვენ, საიდუმლოთა ამით განკვირვებულნი, სარწმუნოებით ვღაღადებთ: კონდაკი 10
ცხოვნება სოფლისა ინებე რა, აღმოსავალო აღმოსავალთაო, ბნელისა დასავლისა მიმართ ბუნებისა ჩემისა მოხვედ, და დამდაბლდი ვიდრე სიკვდილამდე; ამისთვის უმეტეს ამაღლდა სახელი შენი უფროსღა ყოველთა სახელთასა, და ყოველთა ნათესავთა ზეციურთა და ქვეყნიერთაგან გვესმის: ალილუია. იკოსი 10
მეუფეო ყოვლადსამარადისოო, ნუგეშინისმცემელო, ქრისტე ჭეშმარიტო, განმწმიდე ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, ვითარცა განსწმიდენ ათნი იგი კეთროვანი და განგვკურნენ ჩვენ, ვითარცა განკურნე სული იგი ვერცხლისმოყვარე ზაქე მეზვერისა, რათა გიგალობდეთ შენ, ლმობიერად მღაღადებელნი: კონდაკი 11
გალობასა ყოვლადლმობიერსა შევწირავ შენდა უღირსი, გიღაღადებ შენ, ვითარცა ქანანელი: იესო, შემიწყალე მე; რამეთუ არა თუ ასული, არამედ სხეული მაქვს ვნებითა ბოროტად ეშმაკეული და გულისწყრომითა მგზნებარე და კურნება მომეც მღაღადებელსა შენსა: ალილუია. იკოსი 11
ნათლისა მიმფენსა ლამპარსა ბნელსა შინა უმეცრებისასა მყოფთა, პირველ გდევნიდა რა პავლე, ღვთაებრივისა ხმისა ძალი გულისხმა-უყავ და სულიერი სიფიცხე აუწყე; ეგრეთვე მეცა დაბნელებულნი თვალნი სულისანი განმინათლენ, მღაღადებელსა: კონდაკი 12
მადლი მომეც მე, ყოველთა თანანადებთა დამხსნელო იესუ, და მიმითვალე მონანული, ვითარცა მიითვალე პეტრე, უარისმყოფელი შენი, და მიწოდე მეცა სინანულად სასოწარკვეთილსა, ვითარცა ძველად პავლეს, მდევნელსა შენსა, და ისმინე ჩემი, მღაღადებელისა შენისა: ალილუია. იკოსი 12
მგალობელნი განკაცებისა შენისანი, შეგასხამთ შენ ყოველნი ქებასა და გვწამს თომას თანა, რამეთუ უფალი და ღმერთი ხარ მჯდომარე მამისა თანა და მნებებელი განსჯად ცხოველთა და მკვდართა. მაშინ უკვე ღირს-მყავ მეცა მარჯვენით დგომასა, მღაღადებელი: კონდაკი 13
ჰოი, ყოვლადტკბილო და ყოვლადმოწყალეო იესო, მიიღე აწ კნინი ესე ვედრება ჩვენი, ვითარცა მიითვალე ქვრივისა ორნი იგი მწვლილნი, და დაიფარე სამკვიდრებელი შენი მტერთაგან ხილულთა და უხილავთა, და ზედა მოსვლისაგან უცხო თესლთასა, და ყოვლისაგან ჭირისა და სიყმილისა, და ყოვლისაგან მწუხარებისა და სიკვდილშემოსილისა წყლულებისაგან, და მომავალისა სატანჯველისაგან მიხსენ ყოველნი, მღაღადებელნი შენნი: ალილუია.
მეუფეო, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, რომელმან გამოუთქმელისა კაცთმოყვარებისათვის შენისა უკანასკნელსა ჟამსა ხორცი შეისხ მარადის ქალწულისა მარიამისაგან, ვადიდებთ შენსა ჩვენდა მომართ საცხოვნებელსა განგებულებასა, მონანი შენნი, მეუფეო. გიგალობთ შენ, რამეთუ შენ მიერვე სული წმიდა ქვეყანასა მოეფინა. თაყვანისვცემთ ხორციელად მშობელსა ყოვლად წმიდასა დედასა შენსა, რომელი ასეთსა საშინელსა საიდუმლოსა მსახურ ექმნა. ვაქებთ ანგელოსთა შენთა გუნდსა, ვითარცა მაქებელნი და მსახურნი შენისა დიდებისანი; ვნატრით წინამორბედსა შენსა იოანესა, რომელმან ნათელ გცა შენ, უფალო; თაყვანის ვსცემთ წინასწარმეტყველთაც შენთა, რომელთა გქადაგეს შენ, ვადიდებთ წმიდათა მოციქულთა შენთა; შევასხამთ მოწამეთა შენთა, მღვდელთა შენთა განვადიდებთ, და თაყვანისვცემთ ღირსთა შენთა და ყოველთა მართალთა შენთა ვუგალობთ. ესევითარსა სიმრავლესა საღმრთოისა გუნდისასა ლოცვად შევსწირავთ შენდა, ყოვლადმოწყალისა ღმრთისა, მონანი შენნი: და ამისთვისცა ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა, რომელიცა მოგვანიჭე მეოხებითა ყოველთა წმიდათა შენთათა, უფროის გამოუთქმელთა შენთა მოწყალებათათვის, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნისამდე, ამინ. ლოცვა მეუფეო, ღმერთო მამაო, ყოვლისამპყრობელო, უფალო ძეო, მხოლოდშობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო, ერთო ღვთაებაო, ერთო ძალო, შემიწყალე მე, ცოდვილი, და რომლითაცა მსჯავრითა უწყი, მაცხოვნე მე, უღირსი მონაჲ შენი; რამეთუ კურთხეულ ხარ შენ საუკუნითგან უკუნისამდე, ამინ. |