მთავარი გვერდი - ლოცვანი |
დაუჯდომელი გალობა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა
კონდაკი 1
ზესთა აღრჩეულო, ზეცისა ძალთა ერის მთავარო და კაცთა ნათესავისა თანამდგომელო, აჰა, ესერა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან გალობასა სამადლობელსა შევსწირავთ შენდა - წინაშე მდგომარესა დიდებულისა მიერ მეუფისა საყდრისა, ყოველთა ჭირთაგან განმათავისუფლენ ჩვენ, რათა სარწმუნოებითა და სიყვარულით გაქებდეთ შენი მხილველნი: გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო! იკოსი 1
გაქებთ შენ ვითარცა ცეცხლოვან ანგელოსთა წინამდგომარესა, ანგელოსთა უკუე ხმითა ჯერ არს ქებად შენდა, მიქაელ, გარნა ვიდრე შენ მიერ შთაგონებულნი ვისწავებთ უსხეულოთა მეტყველებათა, ისმინე ბაგეთა ჩვენთაგან სამადლობელი ესრეთ: კონდაკი 2
წინათ მხილველნი სარწმუნოების თვალითა სულიერის სიმშვენიერისა და ძალისა ელვის მაწევნელისა მფარველობისა შენისა, მთავარანგელოზო ღვთისაო, ჩვენ ვითარცა მიწიერნი და სხეულმოსილნი, განკვირვებით სიხარულით აღვსებულნი ყოველთა შემოქმედისადმი ყოველთა ზეცისა ძალთა მადლობით ვხმობთ: ალილუია. იკოსი 2
ცნობა - წმინდა და თავისუფალი ვნებათაგან - გვითხოვე ჩვენ, ყოვლად საკვირველო მიქაელ, მთავარო ზეცისა წესთაო, რათა ამაღლებულნი გონებით ქვეყანით ზეცად, გიგალობდეთ შენ ქებისა გალობასა: კონდაკი 3
ძალი უძლეველი მოშურნეობისა დიდებისათვის ღვთისა გამობრწყინდა შენში, წინამდგომარე ხარ წინაშე ანგელოსთა დასთა, მიქაელ, საბრძოლველად წინააღმდეგ ბოროტად მკსინვარისა ამპარტავნისა სატანისა, რომელი ბოროტთა ძალთა თანა სიმაღლითგან ზეცისა ქვესკნელსა დააკვეთე, ძალნი ცათანი, შენ მიერ დიდებულად ძღომილნი, სიხარულითა, ვითარცა ერთითა პირითა, წინაშე საყდრისა მეუფისასა აღიმსთობენ: ალილუია. იკოსი 3
შემწე ხარ დიდი და საკვირველი, მთავარანგელოსო მიქაელ, ყოველთა ნათესავთა ქრისტიანეთა ბრძოლასა შინა წინაშე წინააღმდგომთა, ამისთვისცა, რათა ღირს ვიქმნეთ საფარველსა შენსა საკვირველსა, დღესა შინა ხსენებასა დღესასწაულისა შენისასა, ვხმობთ: კონდაკი 4
ღელვათა, ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსენ ჩვენ, ანგელოსთა პირველ-მოსაყდრეო, სიყვარულითა და მხიარულებით ყოვლად ბრწყინვალისა დღესასწაულისა შენისა აღმასრულებელნი, რამეთუ შენ ხარ ჭირთა შინა შემწე დიდი და, ჟამსა სიკვდილისასა, სულთა ბოროტთაგან მფარველი და შენდამი, და ჩვენისა მეუფისა და ღვთისადმი მღაღადებელ ყრმათა მშველელი. ალილუია. იკოსი 4
კადნიერება შენი, წინააღმდეგ გუნდისა მის სატანასთა, ყოველნი ანგელოზთა წესნი სიხარულით შეიძრნეს შედგომად შენდა და ბრძოლად მათდა სახელისათვის და დიდებისა თვისთა მეუფისა, მღაღადებელნი: ვინ არს, ვინ ვითარცა ღმერთი, ჩვენ უკუე მხედველნი ფერხთა ქუეშე შენთა დაცემულისა მის სატანისა, ვითარცა შენ მიერ ძლეულისა, ვხმობთ შენდამი ესრეთ: კონდაკი 5
ღვთივ სისწორით მქცევი წყარო ყოვლადდიდებულითა სასწაულითა გამოსჩნდი შენ ხონას ტაძარსა შინა, არათუ ოდენ მას ადგილსა ზედა დამკვიდრებული დიდი, საშინელი გველი ძალითა შენითა შემუსრე, არამედ მღელვარებაც იგი წყალთა, და ყოველნი ხორციელნი უძლურებანი განჰკურნენ გამოცხადებითა, რათა ყოველნი მადიდებელნი შენნი, მეუფესა მის ანგელოზთასა, სარწმუნოებით ვხმობდეთ: ალილუია.
მსმენელნი და მცნობელნი შენნი, ვითარცა დიდისა მნათობისა, ანგელოსთა გუნდთა შორის ბრწყინვალისა, ყოვლად საკვირველო მიქაელ, შემდგომად ღვთისა და ყოვლად წმინდისა დედისა ღვთისა, შენდამი მოვილტვით: განგვაცისკროვნე ჩვენ ყოველნი შარავანდედითა ნათლისა შენისათა, მღაღადებელნი შენდა ესრეთ: კონდაკი 6
ქადაგი საღმრთოთა განგებულებათა, ოდეს გიხილა რა მანოემ, უმეცრების შიშით აღვსებულმა, გაგონებდა არაქვეყნიურ მცხოვრებსა, ისწავა რა ცოლისაგან თვისისა, მშვიდისა და სახიერისა, სიტყვათა შენთა გამოცხადებაი, სიტყვისაებრ შენისა სიხარულით მგულვებელი შობისათვის ძისა თვისისა სამფსონისა, მადლობითა უფალსა უღაღადებდა: ალილუია. იკოსი 6
გამობრწყინდი ყოვლად საკვირველითა დიდებითა, მიქაელ, რაჟამს სახითა კაცისათა წარმოსდეგ წინაშე ისუ ნავესისა და არქუ მას: წარიხადენ სანდალნი ფერხთაგან შენთა, რამეთუ ვარ მთავარი ძალთა უფლისათა, ესრეთ საკვირველსა გამოცხადებასა შენსა სიყვარულით ვგალობთ შენდამი: კონდაკი 7
ენება მეუფესა ყოველთასა ჩვენებად, რამეთუ ხვედრნი ძეთა კაცთანი არა თავით თვისით შემთხვევით არიან, არამედ იპყრობს მარადის მარჯვენასა შინა მისსა, ვინაიცა მოგცა შენ ფლობა ქვეყნიერთა შემწედ და მფარველად, რათა ტომთა და ერთა საუკუნო სასუფეველისადმი ღვთისა განამზადებდე, ამისათვის ყოველნი მცნობელნი დიდისა მსახურებისა შენისათვის ცხოვრებად კაცთა, მადლობით ღვთისადმი ვხმობთ: ალილუია. იკოსი 7
ახალი სასწაული საკვირველი გვიჩვენა ჩვენ, მთავარანგელოსო, შენ მიერ ქვეყანასა ზედა ყოველთა დამბადებელმან და მეუფემან, ოდეს სახელსა შენსა ზედა აღშენებული ტაძარი წარღვნისაგან წყალთასა საკვირველად განარინე და წარმღვნელნი ღელვანი გულსა შინა ქვეყანისათა ბრძანებით შთაადინენ, რომლისა მხილველი ნეტარი არქიპო თვისთა სულიერთა შვილთა თანა გიღაღადებს შენ: კონდაკი 8
უცხო საკვირველება ძლიერებათა შენთა, ანგელოსო ღვთისაო, იხილა თავსა ზედა თვისსა ამბაკომ, ოდეს წამის ყოფითა ღვთისათა წარტაცებით მიგყავდა იგი მსწრაფლმსრბოლობით ურიასტანით ბაბილოვნად, მიცემად საზრდელისა დანიელისად, მღვიმესა შინა ლომთასა შთაგდებულისა, ვინაცა განცვიფრებულნი ყოველთა დიდებულისა ძლიერებისა შენისა მოქმედებათა ვღაღადებთ სარწმუნოებით: ალილუია. იკოსი 8
ყოვლად პატივდებულ ხარ მაღალთა შინა, მიქაელ, წინაშე საყდართა მეუფისა დიდებისა მდგომარე და არა შორსა ხარ ქვეყანათაგან, ცხოვრებისათვის კაცთასა იბრძვი მარადის მტერთა თანა, ამისთვის ყოველნი ფრიად სატრფიალოსა სამშობლოსა მას ზეცისათა მიწევნად მსურველნი ერთხმობით ვღაღაღებთ შენდა: კონდაკი 9
ყოველნი მონაზონნი წმიდისა მთისა ათონისა სიხარულითა და ძრწოლით მოვიდოდენ, ვითარ ღვთის მოშიში ყრმა, სიცოფითა უსჯულოებისათვის, ოქროს მოყვარეთაგან სიღრმესა შინა ზღვისათა ქვითურთ შთაგდებული აცხოვნე, ამისათვის შეწყნარებული მისი სავანე სახელითა შენითა განეშვების მადლობით მღაღადებელი უფლისადმი: ალილუია. იკოსი 9
რიტორთა ხმანი და სიბრძნის მოყვარეთა გულის ხმისყოფანი ვერ შემძლებელნი გამოთქმად ძლიერებათა შენთა, მიქაელ, თუ ვითარ ერთსა ღამესა შინა ასოთხმოცდახუთი ათასი მოჰსწყალ ასურეთისა მეფისა სენაქირიმის მხედართაგანი, გარნა დასაჯე იგინი არა გმობად სახელისა უფლისა. ჩუენ უკუე პატივს-ვჰსცემთ მას, წმიდასა მოშურნეობასა შენსა, დიდებისათვის ჭეშმარიტისა და მხიარულებით შენდამი ესრეთ აღვიმსთობთ: კონდაკი 10
ცხოვრების მსურველთა გვექმნები შემწე მტკიცე მთავარანგელოსო ღვთისაო, გვიხსნი და გვიფარავ ჩვენთა ჭირთა და განსაცდელთაგან, უმეტეს ბოროტთა ჩვეულებათა და ცოდვათაგან ჩვენთა, რათა წარმატებულნი სარწმუნოებითა, სასოებითა და სიყვარულითა ქრისტესითა, გახარებულნი საკვირველისა შეწევნისა შენისა მიერ, მეუფისა მიმართ ანგელოსთა და კაცთასა მადლობით ვხმობთ: ალილუია. იკოსი 10
ზღუდე ხარ მორწმუნეთა კაცთა, მთავარანგელოსო ღვთისაო და გოდოლ მტკიცე ბრძოლათა შინა ხილულთა და უხილავთა მტერთა თანა, ამისათვის შენ მიერ ხსნილნი საეშმაკოთა ბადეთაგან, მადლობასა გულითა და პირით ვხმობთ შენდამი ესრეთ: კონდაკი 11
ხელობა ყოველი ქებისა იძლევის სიმრავლითა სასწაულთა შენთათა, მთავარანგელოსო ღვთისაო, რომელნი აღსრულებულ არიან შენ მიერ არა ოდენ ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, არამედ ბნელსა შინა აჩრდილთა ქვესკნელისათა, სადაცა სიღრმესა გველი შეჰკარი საკვირველითა ძალითა უფლისათა, ხოლო სიბოროტეთაგან მისთასა ხსნილნი - ვაკურთხევთ მეუფესა ცათა და ქვეყნისასა, მხმობელნი ესრეთ: ალილუია. იკოსი 11
ნათლით მოსილი მსახური ჭეშმარიტებისა და სიწმიდისა ღვთის პატივისცემისა გამოსჩნდი, მთავარანგელოსო, ოდეს წინათ იხილე მზაკვრება სულისა მის ბნელისა, აღუკრძალე მას სახელითა ღვთისათა, რათა არა კადნიერ იქმნას გამოჩენად დაფარულისა გვამისა განსვენებულისა ისრაელთა ერის წინამძღოლისა მოსესი, ღვთად შერაცხვით მგრძნობელთა ძეთა ისრაელისათა: ვინაცა პატივს ვსცემთ აწ ღვთივბრწყინვალესა კრებასა შენსა და მადლობით გიღაღადებთ შენ: კონდაკი 12
მადლი გვითხოვე ჩვენ, ზეცით ღვთისაგან, მგალობელთა, სადიდებლად ყოვლად პატიოსნისა სახელისა შენისა, მიქაელ, რათა საგრილითა შეწევნისა შენისათა ყოვლითა კეთილმორწმუნეობითა და სიწმიდითა ვცხოვნდებოდეთ, ვიდრე განხსნამდე სიკვდილითა ხორციელთა საკრველთაგან, ღირსქმნილნი წარდგომად ცეცხლის სახედთა საყდართა მეუფისა დიდებისა და ანგელოსთა გუნდთა თანა ვუგალობდეთ და ვღაღადებდეთ: ალილუია. იკოსი 12
მგალობელნი საცხოვნებელად ჩვენდა ქმნილთა მრავალსახეთა სასწაულთა შენთანი, მიქაელ, ვევედრებით უფალსა და მეუფესა ყოველთასა, რათა დიდებისათვის ღვთისა, რომელი არს შენს შორის, სული გულმოდგინებისა არაოდეს მოგვაკლოს ჩვენ მხმობელთა შენდამი ესრეთ: კონდაკი 13
ჰოი, ყოვლად საკვირველო, მთავარანგელოსთა და ანგელოსთა მთავარო, ყოვლად განსაცვიფრებელისა მსახურებისა შენისა ცხოვნებისათვის კაცთა ნათესავისა, მიიღე ჩვენგან აწ შეწირული შენდა ხმა ქებისა და მადლიერებისა და ვითარცა ღვთისა ძალითა აღვსებულმან, დაგვიფარენ ჩვენ უნივთოითა ფრთითა შენითა ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, რათა შენ მიერ დიდებულსა და განმადიდებელსა შენსა უფალსა მარადის ვუღაღაღებდეთ: ალილუია, ალილუია, ალილუია. ლოცვა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისადმი
წმიდაო დიდო მთავარანგელოსო მიქაელ, მიუწვდომელისა და სამმნათობიერისა სამებისა ანგელოსთა შორის პირველო წინამდგომელო, მფარველო და ზედა მდგომო კაცთა ნათესავისაო, ყოვლად ამპარტავნისა მის თავისა მთიებისა გუნდითურთ მისით ცათა შინა შემმუსვრელო, ბოროტებისა და მზაკვრობისა მისისა ქვეყანასა ზედა მარადის შემარცხვენელო, სიყვარულით მოვილტვით შენდამი და სარწმუნოებით გევედრებით: ექმენ ფარად შეუმუსვრელად, ზღუდედ მტკიცედ წმინდათა ეკლესიათა და მართლმადიდებელსა მამულსა ჩვენსა და დაიცევ იგინი ელვის დამცემელითა მახვილითა შენითა ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან. ექმენ ანგელოს მფარველ და ყოვლად მეცნიერ რჩევის მიმცემელ და თანაშემწე კეთილმორწმუნესა ერსა ჩვენსა, მოჰფინე მას, საყდრისაგან მეუფისა მეუფეთასა, ნათელი და ძალი, მშვიდობა, სიხარული და ნუგეშინისცემა. ექმენ ქრისტეს მოყვარეთა მხედრობათა ჩვენთა წინამძღოლ და მომწყვედელ უძლეველ მებრძოლთა ზედა და დააგვირგვინე იგი მტერთა ზედა დიდებულითა ძლევითა. |