მთავარი გვერდი - ლოცვანი |
დაუჯდომელი წმიდისა დიდმოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისი
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ. ამინ. ფსალმუნი 50
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი. ტროპარი წმიდისა გიორგისა
ტყუეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის-აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღუაწლით შემოსილო, ქრისტესო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩეუნთათვის. კონდაკი მოიმუშაკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთისმსახურებისა, გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა თვისსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მომკე, სისხლი დასთხიე და მოღუაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა. კონდაკი 1 ზესთამბრძოლსა და ძლევაშემოსილსა გიორგის შევსწირავთ ქებასა, ვითარცა შუამდგომელსა ჩუენსა და მსწრაფლშემწესა. ხოლო შენ, წმიდაო გიორგი, რომელსა გაქუს კადნიერებაჲ წინაშე უფლისა, ყოველთაგან ვნებათა განგუათავისუფლენ ჩუენ, რაითა გიგალობდეთ: გიხაროდენ, ძლევაშემოსილო დიდო მოწამეო გიორგი!
იკოსი 1
ანგელოსთა შემოქმედმან და ყოვლისა არსისა დამბადებელმან მოგავლინა ეკლესიასა შინა სარწმუნოების მოსაგრედ უძლეველად და გვირგვინოსან მხედრად თვისა, ხოლო ჩუენ, შენის ღუაწლითა განთლებულთა, გუასწავა გალობაჲ ესე: კონდაკი 2
ვერ დაგაბრკოლა, ღმრთისმოყვარეო, შენ სატანჯველმან კერპთმსახურთამან, არამედ ვითარცა ქრისტეს კეთილმან მხედარმან, გლახაკთა მიეც საჭურჭლე თვისი, ნებსით წარსდეგ წინაშე უსჯულოთა სამსჯავროისა და შენსა ღმერთსა, წინამძღუარსა ქრისტეს, უგალობე, ალილუია. იკოსი 2
სცან რა შენ ღმერთი, ღმრთის შესაფერად სამპირად თაყუანისცემული, მტკიცითა გონებითა აღიარე იგი უსჯულოთა კრებულსა შინა და მით ამხილე უგუნურისა მეფისა ბრმაჲ თაყუანისცემაჲ ქმნილებათა მიმართ; ხოლო ჩუენ ვისწავეთ გულსმოდგინედ გალობაჲ ესე: კონდაკი 3
დილეგსა შინა გუემული მოგიხილა შენ ძალმან ღმრთისამან, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად; რამეთუ სიმდაბლითა შენითა სიბრძნე მოიგე და საწუთოისა ამის ხრწნილებაჲ ყოველი მოიძაგე, მხოლოსა ქრისტესა ჰმსახურებდი და მხედრად მისსა იჩინე, ამისთვისცა ღჲრს იქმენ ანგელოსთა თანა მარადის გალობად, ალილუია. იკოსი 3
ქრისტეს სახელის სადიდებელად საღმრთოჲთა მადლითა აღიძარ შენ, ყოვლადბრძენო გიორგი, რამეთუ გაქუნდა გული და გონებაჲ სულითა წმიდითა განათლებული; შეუორგულებელმან მცველმან სარწმუნოებისამან სისხლი დასთხიე და შეუპოვრად ამხილე უსჯულოთა აღზევებული ამპარტავნებაჲ. ამისთვის გადიდებთ და გიგალობთ: კონდაკი 4
მეფე უგნური ესწრაფდა სიკუდილსა შენსა, ჭირთა დამთმენელო გიორგი, და ვითარცა მგელსა მშიერსა, სწყუროდა სისხლი შენი. ამისთვისცა ბრძანა ურმისთუალსა ზედა წამებაჲ და საშინელთა სატანჯველთა მიცემა შენი, ხოლო შენ, უფლის მიერ ყოველივეს დამთმენელი, სასოებით მტკიცედ ხმობდი ღმერთსა, ალილუია. იკოსი 4
ესმა რაი დიოკლეტიანეს და კერპთმსახურთა სიტყუანი სიბრძნისანი, გულისწყრომითა დიდითა აღვისნეს, უფროისღა განრისხნეს მაშინ, ოდეს რქუა მათ: ჰოჲ, მეფეო ბოროტო, რად მტანჯავ მე ამაოდ, „რამეთუ ჩემდა ცხოვრებაჲ ქრისტე არს და სიკუდილი - შესაძინელ“. ძნელად შემძლებელ არს შენთვის წინაშე ძალისა მისისა ცილობაჲ. ამისთვის გიღაღადებთ, სახარულევანო გიორგი: კონდაკი 5
ღმრთივმავალ ვარსკვლავსა ემსგავსე, გიორგი, ანგელოსისაგან სასწაულებრივ გაკურნებული. ურმისა თუალისგან უვნებელად აღმდგარი ურწმუნოთა ერთარსებისა სამებისა რწმენასა ასწავებდი და შენ თანა მის მიმართ გალობასა, ალილუია. იკოსი 5
ხედვიდა რაჲ ერი უსჯულოჲ შენ ზედა აღსრულებულსა სასწაულებრივსა ძალსა ღმრთისასა, სიმდაბლით მოიღებდა ქრისტეს მოძღურებასა და ხმითა დიდითა ღაღადებდა: „ჭეშმარიტად დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ!“ ამისთვისცა გიგალობთ, დიდებულო გიორგი, მაქებელნი შენნი ესრეთ: კონდაკი 6
სულითა წმიდითა განათლებულო ქადაგო ჭეშმარიტებისაო, მრავალთა ტანჯვათა დამთმენელო, შენ, ვითარცა იონა მუცელსა ვეშაპისასა, შთაგდებულ იყავ საკირესა, რათა დიდებულ გეყო საკვირველი წმიდათა შორის სახელი ღმრთისაჲ და საკირესა, ვითარცა საყდარსა, მყოფი გონიერად უგალობდი ღმერთსა, ალილუია. იკოსი 6
ჯოჯოხეთისა და სიკუდილისა დამთრგუნველმან სამ დღე მკუდრეთით აღდგომილმან იესო ქრისტემან გიხსნა შენ საუკუნო ხრწნილებისაგან, მოწამეო გიორგი. ოდეს შენცა სამ დღე საკირესა მყოფი ღმრთისა მიმართ ხელაპყრობით მგალობელი გიხილეს, შეშინდნენ და შეძრწუნდნენ ფრიად, ხოლო ჩუენ ძლევისა სადიდებელსა სიხარულით შევწირავთ შენდა: კონდაკი 7
უღმრთოჲ მტანჯველი ყოვლით ღონითა ცდილობდა, გრძნეულებით კერპთათვის დაემონა გული შენი, ღმრთივრჩეულო, ხოლო შენ დავითის თანა იტყოდი: „ჰოი, ღმერთო ჩემო, ხსნაო და დიდებაო ჩემო!“ - და მტკიცედ უგალობდი მას, ალილუია. იკოსი 7
განიზრახა რა ახალი შურისგებაჲ ეშმაკისა მსახურმან დიოკლიტიანე, კერპთა სათნოყოფისთვის ბრძანა წამლითა მოკუდინებაჲ შენი, ხოლო შენ სარწმუნოებითა და სასოებითა აღვსებულმან, შესუ შხამი და ეგე უვნებელად, ღმრთივგვირგვინოსანო, ამისთვის გიგალობთ: კონდაკი 8
უცხოი და საშინელი იყო რჩევაჲ გრძნეულისა ათანასესი, რომელმან შთააგონა უწყალოსა მეფეს, ებრძანებინა შენთვის მკუდრისა აღდგინებაჲ ქრისტეს სჯულის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად, ხოლო შენ, წმიდაო გიორგი, ეჭვშეურევლად უგალობდი მას, რომელი „არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ“, ალილუია. იკოსი 8
შენ მიერ შეყუარებულსა ყოვლადსანატრელსა და სახიერსა იესოს ესმა რაჲ სარწმუნოებით მხურვალე ვედრებაჲ შენი, გიორგი, სახელისა თვისისა სადიდებელად და მორწმუნეთა განსამტკიცებლად მსწრაფლ ბრძანა სიტყვისაებრ შენისა აღდგინებაჲ მკუდრისაჲ. უსჯულონი და უგულისხმონი, მხილველნი ამისა, შეძრწუნდეს ფრიად და იცნეს ღმერთი, ამისთვისცა გიღაღადებთ: კონდაკი 9
დასნი ანგელოსთანი აქებენ ღმერთსა, ესევითარის სიმხნისა შენსა მომნიჭებელსა, რამეთუ საპყრობილესაცა შინა არა დასცხრებოდი ლოცვითა და მღვიძრებითა; ამისთვის, ვითარცა დიდი მესაიდუმლე ღმრთისაჲ ღირს იქმენ, წმიდაო გიორგი, ხილვად უფლისა და უჭნობითა გვირგვინითა შემკობად თავისა, ხოლო ჩვენ შენ თანა ვისწავეთ ღაღადებაჲ, ალილუია. იკოსი 9
არცა რიტორთა მრავლისმეტყველთა ძალუც გამოთქმაჲ შენისა ღუაწლისა და ტანჯვისაი, წმიდაო გიორგი, რომელი ნებსით თავს-იდევ ქრისტესათვის და ეკლესიისა მისისათვის, ხოლო ჩუენ, განკვირვებულნი, გაქებთ და ვხმობთ ესრეთ: კონდაკი 10
გენება რაჲ, წმიდაო გიორგი, კერპთა წყუდიადსა წინა დანთქმულ სულთა ცხოვნებაჲ, შეხუედ ტაძრად წარმართთა და ღმრთისა მიმბაძველმან წმიდისა ილიაჲს მსგავსად მუნით განასხენ ეშმაკნი, შეჰმუსრენ კერპნი, არცხვინე ქურუმთა და მძლეველი მათი ანგელოსთა თანა უგალობდი ღმერთსა, ალილუია. იკოსი 10
ვერ გულისხმა-ჰყო გულქვა მტანჯველმან ღმერთი, რომელი სასწაულთმოქმედებდა შენით. არა დაუტევა მან უგუნურებაჲ, იქმნა იგი ყრუ მსგავსად ასპიტისა და ბრძანა თავისა მოკუეთაჲ შენთვის, ვითარცა დიდისა ბოროტმოქმედისათვის; ხოლო შენ სიხარულით მიემთხვიე აღსასრულსა, დაღაცათუ იტანჯებოდი სულისა მისისა წარწყმედისათვის; ამისთვის სასოებით გადიდებთ შენ, წმიდაო გიორგი, და ვხმობთ ესრეთ: კონდაკი 11
ყოვლადწმიდისა სამებისა საგალობელი სხუათა უმეტეს აღავლინე, წმიდაო გიორგი, არათუ სიტყვითა და გონებითა ოდენ, არამედ მრავლითა მოთმინებითა და მოწამეობითა შენითა; მოყუასისათვის თავისა განწირვით ემსგავსე შენ ქრისტეს, ტარიგსა უბიწოსა, ამისთვისცა მადლობით ვუგალობთ ღმერთსა, ალილუია. იკოსი 11
ჭეშმარიტისა ნათლისა მომღებელად გიცნობთ შენ, ნათელო გიორგი, რომელი განაბრწყინებ მორწმუნეთა გულსა, გონებასა მათსა ღმრთისა თანა მიაქცევ და გუასწავებ სიხარულით შენდა ხმობასა: კონდაკი 12
მადლშემოსილო წინამბრძოლო ჩუენო, დიდმოწამეო გიორგი, სიხარულით ვდღესასწაულობთ ხსენებასა შენსა და სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა მიმართ გულსმოდგინედ მოვილტვით ღმრთივყოვლადძლიერითა შეწევნითა შენითა, ვითარცა ზღუდითა უძლეველითა, შევიცვებით, ამისთვის გაქებთ და სასოებით ვუღაღადებთ ღმერთსა, ალილუია. იკოსი 12
ვუგალობთ სასწაულებრივსა აღსრულებასა შენსა, ტანჯვათ დამთმენელო გიორგი, რომლითაცა განიდიდე ფრიად, ვითარცა ღვთივგვირგვინოსანი მხედარი ქრისტესი. გუექმენ ჩუენ შემწედ ყოველსა საქმესა შინა და ისმინე გულსმოდგინე ვედრებაჲ ჩუენი: კონდაკი 13 ჰოი, ყოვლადნეტარი, წმიდაო დიდო მოწამეო გიორგი, მიითუალე საგალობელი ესე ქებისა და ღმრთისა მიმართ შუამდგომელობითა შენითა გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა, რაჲთა შენ თანა ვღაღადებდეთ: ალილუია, ალილუია, ალილუია (3-გზის). იკოსი 1
ანგელოსთა შემოქმედმან და ყოვლისა არსისა დამბადებელმან მოგავლინა ეკლესიასა შინა სარწმუნოების მოსაგრედ უძლეველად და გვირგვინოსან მხედრად თვისა, ხოლო ჩუენ, შენის ღუაწლითა განთლებულთა, გუასწავა გალობაჲ ესე:
კონდაკი 1 ზესთამბრძოლსა და ძლევაშემოსილსა გიორგის შევსწირავთ ქებასა, ვითარცა შუამდგომელსა ჩუენსა და მსწრაფლშემწესა. ხოლო შენ, წმიდაო გიორგი, რომელსა გაქუს კადნიერებაჲ წინაშე უფლისა, ყოველთაგან ვნებათა განგუათავისუფლენ ჩუენ, რაითა გიგალობდეთ: გიხაროდენ, ძლევაშემოსილო დიდო მოწამეო გიორგი! ლოცვა წმიდისა გიორგისადმი
ჰოი, ყოვლადდიდებულო ღმრთივგვირგვინოსანო მოწამეო გიორგი, ანგელოსთა თანა შეერთებულო, მოციქულთა თანა პატივცემულო, მოწამეთა სრულებაო, მამათა დიდებაო, ქალწულთა შუენიერებაო, მვედრებელთა ყოველთა მსწარფლშემწეო, თხოვათა აღმასრულებელო და წყალობისა მომნიჭებელო; ჰოი, ყოვლადბრწყინვალეო ქრისტეს მოწამეო გიორგი, ბრწყინვალებითა ელვარებისა სიწმიდისა შენისათა განაბრწყინვე და დაიფარე ღმრთივდაცული ერი ჩუენი და მეუფებაჲ მისი, საქართველოს წმიდაჲ ეკლესიაჲ, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, დიდი მეუფე, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი, ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნონი დასნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ფსალმუნი 90
რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა. ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი – მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ. ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა; ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი; ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი. |