მთავარი გვერდი - ლოცვანი |
დაუჯდომელი საგალობელი ნეტარი დედა მატრონასადმი
კონდაკი 1
რჩეულსა ღუთისასა, ჩვილის სახვევთაგან წინაჲსწარჭურეტის, სასწაულთმოქმედების და კურნების ნიჭით სული წმიდის მადლით შემოსილს, ნეტარ დედა მატრონას, ღუთის მიერ ცათა შინა უხრწნელი გჳრგჳნით შემკობილს, ჩუენცა, მართლმადიდებელნი, მიწაზე სულიერ გალობასთან ქების გჳრგჳნს დავუწნავთ, შენ კი, ნეტარო დედაო მატრონაო, მიიღე ესე ჩუენთა მადლიერ გულთაგან, ვითარცა ღუთისა წინაშე კადნიერების მქონემ და ყოველგვარ უბედობათა, ჭირთა, სნეულებათა და მტრის საფრთხეთაგან გვიჴსენ, რომელნი ესე სიყუარულით გიღაღადებთ: გიხაროდენ, ნეტარო დედაო მატრონა, საკჳრველო სასწაულმოქმედო. იკოსი 1
ანგელოზი მიწაზე განხორციელდა შენი შობით, რამეთუ ხორციელ თუალთა გარეშეც ესე ყოველი მოიხილე, ოდეს უფალმა, რომელი განაბრძნობს ბრმათა და მართალნი უყუარს, განანათლნა სულიერნი თუალნი შენნი, მოგვევლინე რა მომავლის, ვითარცა აწმყოს მხედველი და მრავალგვარ სნეულებათაგან ტანჯულთა განმკურნებელი. ჩუენ კი ამისთჳს გიჴმობთ შენ, ეგევითარო დედაო: კონდაკი 2
ხედვიდა რაჲ იღუმენი და ერთი წინამდგომი შენი ჟამსა ნათლობისასა, სუეტსა ორთქლისასა წმიდისა ემბაზისაგან აღმომავალსა და ამასთან, კეთილსულნელებასა ტაძარში განფენილს შეიგრძნობდა, შეგიცნო შენ, ვითარცა მართალი ღუთისა მიერ ბოძებული მიწაზე და ადიდა უფალი, რომელი იქმს საკჳრველსა და ყოვლად ქებულსა წმიდათა შორის თვისთა, ანგელოსებრივი გალობით, ალილუია. იკოსი 2
მაღლით განთლებული გონების მქონე, ღმრთისა მღუდელმან შენი ნათლობისას ღმრთაებრივ მადლთა ჭურჭლად შეგიცნო სამწყსო მის მიერ მონათლული და შენ, ჩვილსა, წმიდად გიხმობდა. მოგიძღვნით ჩუენცა გულსმოდგინე ქებასა ამას: კონდაკი 3
მაღლისა ძალით სიჩჩოჲთგანვე წმიდაო, საკუთარ სარეცლითგან წმიდა ხატებთან მიახლებული, მხიარულ იქმნენ, ვითარცა თავისა თჳსისა მეგობრებთან და შენითა ბაგეთაგან ტიტინით მადიდებელო ღმრთისა, რომელი მარადის პირითა ჩვილთა მწოვართაჲთა დაამტკიცებს ქებასა თჳსსა, წმიდა გულით უგალობდი მას, ალილუია. იკოსი 3
ღმრთისაგან შორსმჭვრეტელობის ნიჭით მიმადლებული, დაბადებითგან ხორციელ თუალთა მოკლებული, სულიერად აღჴილული თუალებით უწინაჲსწარმეტყუელებდი ერს მყოობადსა, ვითარცა აწმყოს, ითმენდი რაჲ კიცხუასა და ლანძღუას ამის მსმენელ ნათესავთა და ახლობელთაგან. მიიღე ჩუენ ერთგულთაგან საგალობელი ესე: კონდაკი 4
უგულისხმოებისა და ძრწოლის გრიგალს შეუპყრივარ, თუ ვითარ შემძლეველ ვარ ქებად და დიდებად ცხოვრებისა ღმრთისა მართლისა, უკუეთუ არა უფალი, რომელი იქმს საკჳრველსა წმიდათა შორის თჳსთა, ნეტარი დედის ლოცვებით განმაბრძნობს მე, ამისთვისცა მას ქებისა გალობასა აღვავლენთ: ალილუია. იკოსი 4
მსმენელნი შენგან, დედაო მატრონა, წინაჲსწარმეტყუელებისა მათთან ცხოვრების მქონეთა მყოფებზე, მოილტვიან შენკენ უგულისჴმონი, შეჭირვებულნი და მწუხარენი და ნუგეშინისცემასა და კეთილგონიერ რჩევასა მიიღებენ, გმადლობენ შენ და გიხმობენ: კონდაკი 5
ღმრთაებრივი ვარსკულავი გამოჩნდი, ნეტარო დედაო მატრონა, სატახტო ქალაქ მოსკოვში, ვითარცა მწირი უქონელი ქალაქსა შინა მყოფი, ადგილით ადგილად ინაცვლებდი, მომცემელი უგულუსჴმოთა გულისჴმისყოფისა, ტანჯულთ-შვებასა, სნეულთ-კურნებისა, რომელნი მადლობით უხმობენ უფალს: ალილუია. იკოსი 5
იხილე რაჲ სასწაულთა და კურნებათა უხვი მდინარე ღმრთაებრივი მადლით შენგან გამომავალი: მკელობელთ სვლაჲ, უძლურებასა და ცხედარსა ზედა მდებარეთა კურნებაჲ, ეშმაკეულთაგან ბოროტ სულთა განდევნაჲ, შენკენ მოილტვიან, დედაო, ვითარცა სასწაულთა დაუშრეტელი წყაროსაკენ ტანჯულნი და სნეულნი და უხუად დაირწყულებენ; ნუგეშინისცემულნი და კურნებულნი ლმობიერი გულით გიღაღადებენ შენ: კონდაკი 6
მქადაგებლად შენისა ცხორების სიწმიდისა და სიმართლისა, ნეტარო, მოგვევლინა წმიდა მამა იოანე კრონშტადტელი, უბრძანებდა რაჲ მორწმუნე ერს ტაძარში განყოფასა და შენთვის, მისკენ მიმავალი ყრმისათვის, გზის დათმობას, გიწოდებდა რა თავის შემცვლელად და რუსეთის მიერვე ბურჯად და ადიდა უფალი ამისა მსმენელი, აღუვლენდა რაჲ მას ღმრთაებრივ გალობასა: ალილუია იკოსი 6
ლოცვითა შენითა ღმრთის ვერ შემცნობითა და მრავალმცოდველობით მის განმარისხებელთა გულებში ღმრთაებრივი მადლის ნათელი გამობრწყინდა, რამეთუ შენ მიერ ქმნულთა სასწაულთა მხედველნი უფლისაკენ მიიქცევიან, ანეტარებენ რა ნეტარ დედას შემდეგი სიტყუებით: კონდაკი 7
ნებავს რაჲ ხსნაჲ თჳსისა ქმნილებისა, უკანსკენლ ჟამს ოდეს მტერი, ღმრთისაგან განდგომისა და აურაცხელ ცოდვათაგან შეუნანებლობის გამო, მთელი ძალით აღმდგარა წინააღმდეგ ღმრთის ქმნილებისა, თავის იმგვარ სათნომყოფელთ გვიგზავნის კაცთმოყუარე უფალი ამ ცოდვილ ქუეყანად, რაგვარადაც მოსაგრე და მლოცველი ნეტარი დედა მატრონა მოგვევლინა. მაშ, ვადიდოთ გულმოწყალება ღმრთისა ჩუენ ცოდვილთა მომართ, მადლობით უგალობდეთ რა მას: ალილუია. იკოსი 7
უფალმა რუს ხალხს ახალი და საკჳრველი დამცუელი, მლოცუელი, მკურნალი და ღუთის წინაშე შუამდგომელი მოუვლინა ამ ქვეყნიდან განსრულ ოპტინელ მამებთან, წმიდა ლევთან, წმიდა მაკარისთან და წმიდა ამბროსისთან, წმიდა და მართალ იოანე კრონშტანდტელთან ერთად, აღძრავს რა ყველა თავის სათნომყოფელს, რაჲთა ნეტარსა დედასა მატრონას უგალობდნენ ამას:
უცნაური სასწაულია, იყო ურწმუნო და უგუნური, ოდეს ბრმას ძალუძს ხილვა და ცოდნა, არა ხოლო თუ აწმყოსი, არამედ მყოობადისა არ დანახვა, თუ ვითარ ძალი ღმრთისა, უძლურებათა შინა კაცთა სრულ იქმნების და არა ესრეთ უგალობდე უფალსა: ალილუია.
სრულიად წმიდა და ღმერთში მყოფი, ხორცითაც და ამ ცოდვილ ქუეყანაზეც ბევრი ერთგულითა და ორგულით, კეთილზნეობრივითაც და უზნეოთიც მარადის გარშემორტყმული, თჳნიერ თანაგრძნობისა და ნუგეშინისცემისა არავისი დამტევებელი, მრავალთაგან შეურაცჴყოფისა და წყენის, დევნის, მწუხარებისა და საყვედურის დამთმენი, ყოველივე ამის არაფრად ჩამგდები, არამედ ყოველივესთვის ღმრთის მადიდებელი. გვაიძულებდა ჩუენც საკუთარი ჯვრის მოთმინებით ზიდვას და ჩუენც მას აღვუვლენთ ქებასა ამას: კონდაკი 9
მრავალი ჭირი და მწუხარებაჲ დაითმინე, დედაო მატრონა, რომელი განუწყვეტლივ ებრძოდი ბნელ ძალებს, განდევნიდი მათ უწმიდურ ძალთა მიერ შეპყრობილთაგან. საცნაურყოფდი რა მათ მახესა და მანქანებას და არაოდეს დაგცდენია ყუედრება ტანჯულთ, სნეულთ, და მწუხარეთ შემწეო სიკუდილამდე, მაგალობელსა უფალი ღმერთისა, რომელი იგი თჳსი ძალითა განგიმტკიცებდა შენ: ალილუია. იკოსი 9
მჭევრმეტყუელთა მრავალღონენი ვერ შემძლებელ არიან შენთვის ღუთის მიერ ბოძებულ სულიწმიდის ნიჭთა ჯეროვნად წვდომისა და შენი ცხოვრების მთელი სიწმიდისა და ღუთის ძალით შენგან აღსრულებულ სასწაულთა აღწერისა და ქებისა. მით უფრო ვითარ შემძლებელ არს ჩუენი ნაკლული გონება წვდომად განგებულებათა უფლისათა, შენზედ აღსრულებულთა და ჩუენ ცოდვილ ბაგეთაგან ვითარ შევიძლოთ შენდა გალობად და ქებად, ნეტარო დედაო? მაგრამ მსურველნი მეფსალმუნის სიტყუისაებრ დიდებად უფლისა, წმიდათა შორის თჳსთა, შენდამი გულითადი სიყუარულით მოვილტვით კადნიერად მაქებელნი და მოგიხმობთ შენ: კონდაკი 10
სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან მრავალი ხალხის ხსნის მსურველი, ღამეებს მუხლმოდრეკილი ლოცვით განლევდი, მართალო ღვთისაო, შემწეობისა და გაძლიერების მთხოველი უფალი იესუ ქრისტჱსაგან, რომელიც მიწიერი მგზავრობისას, ლოცუით მოიდრეკდა მუხლს თავისი ზეციური მამის წინაშე და ანგელოზნი უგალობდნენ: ალილუია. იკოსი 10
კედლად და საფარველად ექმენ, ნეტარო დედაო, ჭირსა და მწუხარებათა შინა შენ წინაშე მომავალთა, მაგრამ ხორცთაგან განსვლის შემდგომაც არ წყვეტ შენ წინაშე, რწმენით მომავალ კაცთა მეოხებას. შეისმინე აწ ჩუენ, მრავალმცოდუელთა ჭირთა, სენულებათა და მრავალ მწუხარებათაგან შეპყრობილთა ვედრებაჲ ღვთივსათნო დედაო, და ისწრაფე შეწევნად ჩუენდა შენი წმიდა ლოცვებით, მოწყალემყოფელო კეთილწიაღოვან უფლისა, ყველა შენი მთხოვნელის მიმართ: კონდაკი 11
არამიწიერი, ამგელოსებრივი გალობა გესმის აწ, პატიოსანო დედაო მატრონა, ჯერ კიდევ მიწიერი ცხოვრებისას, მათ მიმსგავსებულო, გარშემომყოფთაგან უხილავად ზეციურ ანგელოზებთან მოსაუბრეო. გვასწავე ჩუენ უღირსთაც, ჯეროვანი დიდება ღვთისა, სამებაში თაყუანისცემულისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, რამეთუ ცათა შინა დაუღალავად მას უგალობს ზეციური მხედრობა და ერთხმად ადიდებს: ალილუია. იკოსი 11
გაცისკროვნებული ნათლითა ბრწყინავს ცხორებაჲ შენი, ნეტარო დედაო მატრონა, განმანათლებელო ამაო ქუეყნის სიბნელისა, ჩუენი სულების შენკენ მიმზიდველო, დაე, განათლდნენ ისინი თუნდ მცირედი ნაპერწკალით ღმრთაებრივი მადლისა და შეიძლონ ამ მწუხარე და იწრო ცხოვრებისეული გზის ღმრთივსათნოდ გავლა, რათა მივიდნენ სასუფეველის ბჭემდე, სადაც გვრწამს, ახლა, დედაო, შენ მკჳდრობ, შეისმინე ხმა შენდამი მღაღადებელთა: კონდაკი 12
ღმრთაებრივი მადლი უხუად მოგენიჭა ჯერ კიდევ სახვევთაგან, ნეტარო დედაო, რომელი დღემდე შენთანა სუფევს: შენ კი სნეულთ კურნავდი, ეშმაკებს სდევნიდი, უხილავსა და შორს მყოფს წინაჲსწარმეტყუელებდი და ყველას ცხოვნების გზაზე აყენებდი. გვწამს უეჭველად, რამეთუ სიკუდილის შემდგომაც უფროჲს გარდამეტებულად სუფევს შენთანა მადლი ესე, რომლისათჳსცა მუხლმოყრილნი გევედრებით: შენს შემწეობას და მფარველობას ნუ მოგვაკლებ ჩუენც, ჯერ კიდევ ამ ქუეყნად მოგზაურთა, უფლისაგან შეწყალების და გადარჩენის მთხოვნელი ყველასათვის, ვინც ჩუენს წმიდა ტაძრებში გულმოდგინედ აღუვლენთ მას სადღესასწაულო გალობას: ალილუია. იკოსი 12
უგალობთ რა შენს სასწაულებს, დედაო მატრონა, ვაქებთ უფალსა შენთვის ეგევითარი მადლის მომნიჭებელსა და წინაჲსწარმეტყუელ დავით მეფსალმუნესთან ერთად შევღაღადებთ, ვითარმედ მართალთა შუენის ქება: კონდაკი 13
ჵ, ნეტარო დედაო, შეისმინე აწ შენდამი აღვლენილი საქებარი გალობა და ლოცუა, რომელმან აღვითქვი სიკუდილის შემდგომაც მოსმენა შენდამი მღაღადებელთა და გამოითხოვე ჩუენი მაცხოვარისაგან, უფალ იესუ ქრისტჱსაგან, ჩუენთვის ცოდუათა მოტევება, ქრისტეანობითი აღასარული ჩუენისა ცხოვრებისა და კეთილი სიტყუისგება წინაშე საშინელსა სამსჯავროჲსა მისსა, რათა ჩუენცა მიმსგავსებულნი ყოველთა ღუთის მიერ შეწყალებულთა, ცათა სასუფეველში მაქებელთა წმიდისა სამებისათა, მათთან უგალობდეთ შუენიერი გალობით: ალილუია. ლოცვა 1
ჵ, ნეტარო დედაო, მატრონა, შეისმინე და შეგვიწყნარე აქ ჩუენცა ცოდუილნი, შენდამი მღაღადებელნი, შეჩვეულო მთელი შენი ცხოვრების მანძილზე შეწყნარებად და შესმენად ტანჯულთა და ტვირთმძიმეთა, რწმენითა და სასოებით შენი მფარველობისა და შეწევნისადმი მოლტოლვილთა, სწრაფი შეწევნისა და სასწაულებრივი კურნების ყველასათვის მიმნიჭებელო; დე, ნუ მოგვაკლებ შენს გულმოწყალებას ჩუენ, უღირსთა, ამაო სოფლად მშფოთვარეთ და სულიერ მწუხარებათა შინა ნუგეშისა და თანაგრძნობის და ხორციელ უძლურებათა შინა, შეწევნის ვერსად მპოვნელთა: განკურნე უძლურებანნი ჩუენნი, გვიჴსენ ცდუნებათა და სატანჯუელთაგან ბოროტისა, ძლიერად მბრძოლისა, შეგვეწიე ტვირთვად ცხოვრებისეული ჯურისა და ატანად ცხოვრების მთელი სიმძიმილისა, რათა შევიძლოთ შენარჩუნება ღმრთის ხატებისა, სიცოცხლის ბოლომდე დამარხვა მართლამდიდებული მრწამსისა ღმრთისადმი შეურყეველი სასოებისა და იმედისა და არაფარისევლური სიყუარულისა მოყუასისადმი. შეგვეწიე ამ სოფლიდან განსვლისას, რაჲთა ჩუენცა მკჳდრდთა მას შინა წმიდათა თანა ღირს ვიქმენით მიწევნად სასუფეველსა ცათასა, მადიდებელნი გულმოწყალებისა და სახიერებისა ზეციური მამისა, სამებაში თაყუანისცემულისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, უკუნითი უკუნისამდე ამინ. ლოცვა 2
ჵ, ნეტარო დედაო მატრონა, სულით ღმრთისა საყდრისა წინაშე წარდგომილო, ხოლო სხეულით მიწაზე განსვენებულო და შენს მიერ მაღლით ბოძებულ მადლით სხვადასხვა სასწაულთა გამომასხივებელო! მოიხილე შენი მოწყალე თუალით, ჩუენ ცოდვილთა ზედა, მწუხარებათა, უძლურებათა და ბოროტ საცდურთა შინა ცხოვრების განმლეველნი. ნუგეშინის ეც ჩუენს უსასოებას, განკურნე მძიმე სნეულებანი, ღმრთის მიერ ჩვენზედ ცოდუათა მიერ დაშვებული, გვიხსენ მრავალგუარ უბედობათა და გარემოებათაგან, გამოითხოვე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსაგან მოტევება მთელი ჩუენი ცდომისა, უსჯულოებისა და ცოდუათდაცემისა, რომელიც სიყრმითგან და დღეინდელ დღემდე და ჟამამდე ვიქმოდით და შენი ლოცვებით მომღებელნი მადლისა და უდიდესი მოწყალებისა, ვადიდებთ სამერთიან უფალს, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! ტროპარი ნეტარ დედა მატრონასი, ხმა 2
ღმრთივგანბრძნობილ ნეტარ დედა მატრონას, ტულის მიწის მშუენებასა და ქალაქ მოსკოვის დიდებულ სამკაულს, ვაქებთ დღეს ერთგულნი, დღის სინათლის ვერმხილველი, ქრისტეს ნათლით განათლებული და ნათელმხილეველობისა და კურნების ნიჭით განმდიდრებული. ოდესღაც მდგმური და მწირი ქუეყანასა ზედა, აწ ღმრთის ზეციურ საყდრის წინაშე წარდგომილი ლოცულობს ჩუენი სულებისათვის. კონდაკი, ხმა 7
ქრისტეს მსახურებისათვის დედის მუცლითგან გამორჩეულო, მართალო მატრონა, ჭირთა და მწუხარებათა მოხუეჭის გზით მავალო, მტკიცე სარწმუნოებითა და ღმრთისმოსაობით გამოჩენილო, აწ სათნოეყავ უფალს. ამისათვისცა შენი სახელის პატივისმცემელნი გევედრებით: შეგვეწიე, რათა ღმრთის სიყუარულში განვისვენოთ, ნეტარო დედაო. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
გადიდებთ რა შენ, წმიდაო მართალო დედაო მატრონა და ვადიდებთ რა, შენსა წმიდასა სახელს, ეგრეთვე ევედრე შენცა ჩუენთვის ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა. |