მთავარი გვერდი - ლოცვანი |
ლოცვა შემდგომად საზრდელის მიღებისაგმადლობ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რამეთუ განმაძღე ჩუენ ქვეყნიერთა კეთილთა შენთაგან; ნუ დამაკლებ ჩუენ ზეცისაცა შენსა სასუფეველსა, არამედ ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა მიხვედ, მაცხოვარ, და მშვიდობა მიჰმადლე მათ, ეგრეცა მოვედ ჩუენთანა და გვაცხოვნენ ჩუენ, ამინ. ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის). მეუფეო ზეცათაო, გვაკურთხენ.
ლოცვაჲ წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ
|