მთავარი გვერდი - ლოცვანი |
ლოცვა ძილსა შინა დაცემისა ერის კაცისამრავლად მოწყალეო ყოვლად დიდებულო უბიწოო და შეუგინებელო უფალო, მხოლოო უცოდველო განმწმიდე მე მონაი შენი ყოვლისა შემწიკვლებისაგან ხორცთა და სულისა, და უბიწოთ გამომაჩინე მადლითა ქრისტეს შენისათა. და განმწმიდე მე დანერგვითა წმიდისა სულისა შენისათა. რათა განწმედილი საცთურისა ამისგან განთავისუფლებული ღირს ვიქმნა ჟამსა კეთილსა, ჰრჩეულთა შენთა თანა, მისლუად და ზიარებად საშინელსა და შესაძრწუნებელსა საიდუმლოსა შენსა. რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განსწმედ ყოველთა ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. |