მთავარი გვერდი - ლოცვანი

ლოცვა ნათლულთათვის
უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესადმი

უფალო იესუ ქრისტე, იყავნ წყალობანი შენნი ნათლულთა ჩემთა ზედა (სახელები), დაიფარენ იგინი ქვეშე საფარველსა შენსა, დაიცევ ყოველთა ბოროტთა გულისთქმათაგან, განაშორე მათგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, განუხვენ მათ ყურნი და თვალნი გულისანი, ეც სიჩჩოება და შემუსვრილება გულთა მათთა.

უფალო, ყოველნივე ქმნულნი შენნი ვართ, შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და მოაქციენ იგინი სინანულად.

აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და განანათლენ გონებანი მათნი ნათლითა მით წმიდისა სახარებისა შენისა სწავლებისათა და დაადგინენ იგინი გზასა მცნებათა შენთასა და ასწავე მათ, მაცხოვარ, აღსრულებად ნებისა შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი.

 

ლოცვა ღვთისა დედისადმი
მოსაქცევად გზააბნეულისა ნათლულისა
(წმიდისა გაბრიელ ნოვგოროდელისა)

ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედუფალო ზეცისაო, ღვთისმშობელო ქალწულო! შობითა შენითა იხსენ ნათესავი კაცთაჲ ეშმაკისა საუკუნოჲსა სატანჯველისაგან; რამეთუ გვიშევ ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი. მოიხილე მოწყალებითა შენითა ამასცა ზედა (სახელი), მოკლებულსა წყალობისაგან ღვთისა და მადლისა, დედობრივითა კადნიერებითა და ლოცვითა შენითა გამოითხოვე ძისა შენისაგან, ქრისტეს ღვთისა ჩუენისაგან, რათა გარდამოავლინოს მადლი თვისი ამას წარწყმედასა მიწევნულსა ზედა. ჰოი, ყოვლადკურთხეულო! შენ ხარ უსასოთა სასო, სასოწარკვეთილთა ხსნა, დე ნუ იხარებს მტერი სულსა მისსა ზედა!