მთავარი გვერდი - ლოცვანი

ლოცვა ყოვლადწმიდისა სამებისადმი,
საქართველოს მთლიანობისათვის,
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის

ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მიუწდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისამპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, მომეც ჩვენ მადლი მოსავთა შენთა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა.

სამებაო წმიდაო, სრულებაო ყოველთა არსთაო, მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამათ შენთა, დედისა ღვთისა წილხდომილისა ერისა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, და მას შინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყლის შვილთა, და კვალად აღადგინე ერთობა და მთლიანობა ქვეყნისა ჩვენისა და ღვთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა.

სამებაო ყოვლადწმიდაო, მიუწვდომელო და გამოუკვლეველო, რომელი მართლმსაჯულებითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ჩვენ ზედა ცოდვათა ჩვენთათვის, შენ შეგივრდებით და გევედრებით სახიერო უფალო, მოხედე მოწყალებითა და ლმობიერებით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყალსა ზედა მკვიდრსა ერსა ჩვენსა, მრავალგზის კვეთებულსა და შეჭირვებულსა მძლავრებისაგან ბოროტისათა და განამტკიცე და დაიცევ იგი ყოვლისაგან სიკვდილშემოსილისა წყლულებისა, ზედამოსვლისაგან უცხო თესლთასა, ურთიერთმტრობისა, სიძულვილისა და შურისძიებისაგან.

ჰოი, ყოვლადსახიერო და მრავალმოწყალეო უფალო, მოგვმადლე ჩვენ განცდა თვისთა ცოდვათა, ნიჭი და ძალი მიტევებისა და ლმობიერებისა, განრინებად საცდურთაგან ბოროტისათა, რათა ჩვენ ცოდვისაგან დაცემულნი მონანი და მხევალნი შენნი გარნა შეწევნითა შენითა აღმართულნი და მმადლობელნი შენნი, გიგალობდეთ შენ, გადიდებდეთ შენ და გევედრებოდეთ:

წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო, შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა.

ამინ!

ხმატკბილად მხმობარეო ორღანო, ოქროისა ნესტო, მდინარე საღმრთოთა სწავლათაო, მვედრელთა შენთა გვითხოვე ცოდვათა მოტევებაი, იოანე ოქროპირო, მეოხ გვეყავ წინაშე სამებისა.