მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა
15 (28) აგვისტო
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იესო Fქრისტეს ამაღლების შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდა, იოანე ღვთისმეტყველის სახლში. უბიწო ქალწული მოციქულებთან ერთად ლოცულობდა, უყვებოდა მათ ძე ღვთისას შესახებ, ნუგეშს სცემდა და განამტკიცებდა. ყველანი საოცარ მოწიწებას გრძნობდნენ დაუტევნელის დამტევნელი დედის მიმართ. სხვა ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ მის სანახავად და მისი მადლმოსილი სიტყვების მოსასმენად.
როცა ჰეროდე მეფემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო, 43 წელს, ყოვლადწმიდა მარიამმა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად ეფესოს მიაშურა, იყო კვიპროსზეც-მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთ, ქრისტიანობა იქადაგა ათონის წმინდა მიწაზე. ბოლოს კი, ღვთის ნებით, კვლავ იერუსალიმს დაუბრუნდა. ის ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: "გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუენი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქნა , ამიერითგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!" ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო.
მოციქულები ამ დროისათვის იერუსალიმში არ იყვნენ – სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, მაგრამ მარიამს ძალიან სურდა, ამსოფლიდან განსვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა ნეტარს: მეყსეულად შემოჰკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე. ხუტი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო. მოციქულები მიესალმნენ მას და მოუთხრეს, თუ როგორ იქნენ აღ ტაცებულნი მოღვაწეობის ადგილებიდან. გახარებულმა უბიწო ქალწულმა მადლობა შესწირა ღმერთს, შემდეგ კი თავის მიცვალებულზე დაიწყო საუბარი.
სწორედ ამ დროს ასევე სასწაულებრივ აღდგა მათ წინაშე პავლე მოციქული თავისი მოწაფეების: დიონისე აეროპაგელის, საკვირველი იეროთეოსის, ღვთაებრივი ტიმოთეს და სხვა სამოცთაათაგანთა თანხლებით.მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნოებას და აკურთხეებდა. შემდეგ წმიდა დედა იაკობ მღვლდერთმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. მესამე ჟამს -ღვთისმშობლის ამსოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, "იქმნა დიდებით განსაკვირველი მოსლვა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა " მან წმიდა ყოვლად უბიწო სული მშობლისა თვისისა "საღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თვისთა ზედა მიირქუა" და ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად.
მთელი სახლი საოცარი სურნელებით აივსო. მოციქულები კრძალვით მიეახლნენ ნათელშემომდგარ წმიდა ცხედარს,შემოკრბენ "სნეულნი და არა ძლებულნიც" და მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.
ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს. გაბოროტებულ ურიათაგან ერთ-ერთმა,"იწყო დაქცევად ცხედრისა, ვითარ-იგი მოციქულთა ეტვრთა", მაგრამ უფლისა ანგელოზმა ცეცხლოვანი მახვილით ორივე მხარი მოჰკვეთა მკრეხელს, რომლებიც ცხედრის მახლობლად, ჰაერში დაეკიდა.
მოციქულებმა წმიდა ცხედარი დაასვენეს და უბიწო ქალწულს შეავედრეს მონანული. მოკვეთილი მკლავები მას ისე სასწაულებრივად მიეზარდა მხრებზე, რომ ჭრილობის კვალიც აღარსად ჩანდა. მოციქულებმა ღვთისმშობლის წმიდა გვამი აკლდამაში დაკრძალეს.
ყოვლადწმიდა მარიამის მიძინების ერთი ათორმეტთაგანი თომა ვერ შეესწრო. ღვთის განგებით, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა გვამისათვის თაყვანი ეცა. კარი მართლაც გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დაუხვდათ. მაშინ, ერთი ცნობით, "გამობრწყინდა ნათელი ბრწყინვალე, წინაშე კიდობანსა მას, ვითარცა ხორცითა და ჩვეულებრისაებრ მდგომარე იხილეს წმიდა ღვთისმშობელი და თაყუანისცეს". ყოვლადწმინდამ თომა ახლოს მიიხმო და მისი სარწმუნოების აღიარება რომ მოისმინა, "შეიტკბო და აკურთხნა დაუჩინო იქმნა". სხვა წყაროთა მოწმობით, ყოვლადწმიდა მარიამი მაშინ გამოუჩდათ გაოცებულ მოციქულებს, როცა შინ დაბრუნდნენ და ტრაპეზს შემოუსხდნენ. ღვთისმშობელმა მათ მიმართა: "Gგიხაროდენ! მე თქვენთა
ნა ვარ ყოველთა დღეთა შინა".
წმიდა წერილში არაფერია ნათქვამი ღვთისმშობლის მიძინების შესახებ. იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის (5] თქმით,@@"ჩვენ მათ შესახებ ვუწყით უძველესი და სანდო წყაროდან" რომელსაც 14 საუკუნეში ნიკიფორე კალიასტემ მოუყარა თავი თავის საეკლესიო ისტორიაში.