მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა სამოელ კათალიკოსი
30 (13.12) ნოემბერი წმიდა სამოელ კათალიკოსი საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა წმიდა პეტრე კათოლიკოსის შემდეგ, მე-6 ს-ის დასაწყისიდან. წმიდა სამოელი ისევე, როგორც წმიდა პეტრე კათოლიკოსი, წარმოშობით ბიზანტიიდან იყო. წმიდა სამოელის საქართველოში ჩამოსვლა მოხდა წმიდა ვახტანგ მეფის სურვილით, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ლოცვა-კურთხევისა და ანტიოქიის პატრიარქის მიერ ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ. წმიდა სამოელი სხვა ეპისკოპოსებთან ერთად თან ჩამოყვა ქართლში კათოლიკოსად დადგინებულ წმიდა პეტრეს. ამ დროს კათოლიკოსის რეზიდენცია იყო "ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი". წმიდა პეტრე მცხეთასავე განაწესეს ეპისკოპოსად. |