მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი გრიგოლ ღვთისმეტყველის (ხს. 25 იანვარს) მამა იყო. იგი დიდგვაროვან, განათლებულ, მაგრამ წარმართ ოჯახში გაიზარდა. თითქმის 45 წლის იყო, როცა მეუღლის, კეთილმსახური ნონას (ხს. 5 აგვისტოს) გავლენით კათაკმლევად გამოაცხადა თავი, შემდეგ-მოინათლა, და ბოლოს ნაზიანზოსის ეპისკოპოსიც კი გახდა. გრიგოლ ღვთისმეტყველი დიდი სიყვარულით და მოწიწების გრძნობით იგონებდა მამას:“ მამაჩემი იყო მშვენიერი და ფრიად კეთილი მოხუცი, უბრალო ზნის, ცხოვრებაში სამაგალითო, ჭეშმარიტი პატრიარქი, მეორე აბრაამი. თავდაპირველად ცდომილებაში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ ქრისტეს მეგობარი შეიქმნა, ბოლოს-მწყემსი და მწყემსმთავარიც“. წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი სულიერი მამაც იყო თავისი შვილისა: 358 წელს თავად მონათლა იგი, სამი წლის შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი მხარში ედგა ხანდაზმულ მშობლებს. მამის გარდაცვალების (374) შემდგომ კი ერთხანს ნაზიანსოსის მრევლსაც განაგებდა. წმიდა ემილია , ბასილი დიდის დედა კაბადოკიის გავლენიანი და კეთილმორწმუნე ოჯახის შვილი იყო. არსებობს ცნობა, რომ მისი პაპა მოწამეობრივად აღესრულა. ოჯახისთვის მთელი ქონება ჩამოურთმევიათ, მაგრამ მალევე აღუდგენიათ დაკარგული პატივი.მაკრინე(ხს.19 ივლისს), ბასილი დიდი(ხს.1 იანვარს);ნ გრიგოლ ნოსელი(ხს. 10 იანვარს); პეტრე სებასტიელი(ხს. 9 იანვარს) და თეოზვა დიაკონისა(ხს. 10 იანვარს). ემილია სიყრმიდანვე გამოირჩეოდა სათნოებითა და ღვთისმოყვარეობით. მას შეეძინა ათი შვილი, რომელთაგან ხუთი შემდგომში წმიდანად შერაცხეს. მაკრინე(ხს.19 ივლისს), ბასილი დიდი(ხს.1 იანვარს);ნ გრიგოლ ნოსელი(ხს. 10 იანვარს); პეტრე სებასტიელი(ხს. 9 იანვარს) და თეოზვა დიაკონისა(ხს. 10 იანვარს). |