მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა წინასწარმეტყველი მალაქია
#წმინდათა ცხოვრება წმიდა წინასწარმეტყველი მალაქია ქრისტეს შობამდე 400-ზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა, როცა ბაბილონის სამეფო სპარსეთის მეფე კიროსმა დაიმორჩილა და იუდეველებს სამშობლოში დაბრუნების ნება მისცა. თავისი სიკეთითა სა სათნოებით წინასწარმეტყველი ხალხს აოცებდა, ამიტომაც მას უწოდეს მალაქია, რაც ანგელოზს ნიშნავს. მალაქიას წინასწარმეტყველება ჩართულია ძველი აღთქმის კანონიკურ წიგნებს შორის. აქ იგი ამხელს იუდეველებს და წინასარ სჭვრეტს იესო ქრისტესა და მისი წინასწარმორბედის მოსვლას და უკანასკნელ სამსჯავროს. მალაქიას „წინასწარმეტყველთა ბეჭედს“ უწოდებენ, რადგან იგი უკანასკნელი იყო ძველი აღთქმის იმ მართალთაგან, ვისაც უფალმა წინასწარხედვის მადლი მიანიჭა. მალაქიადან იოანე ნათლისმცემელის მოსვლამდე, 400-ზე მეტი წლის განმავლობაში, საწინასწარმეტყველო სიტყვა არ გახმიანებულა ებრაელთა შორის. |