მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი სვინკლიტია ალექსანდრიელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი სვინკლიტია ალექსანდრიელი შეძლებული და გავლენიანი ოჯახის ასული იყო.მომხიბლავი ქალწული სიყრმიდანვე მხოლოდ უფლის სათნოყოფაზე ფიქრობდა. წმიდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. მშობლების სიკვდილის შემდეგ მან მთელი თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონაზვნად აღიკვეცა და თავის უსინათლო დასთან ერთად ერთი ნათესავის კუთვნილ აკლდამაში დაემკვიდრა. როცა წმიდანის მოღვაწეობის ამბავი გახნმაურდა, იქაურობას მრავალმა დედამ და ქალწულმა მიაშურა. ღირსი სვინკლიტიკიაც მთელი ცხოვრების მანძილზე მოძღვრავდა დებს. 80 წლის წმიდანს მძიმე სენი შეეყარა. ახოვანმა მოსაგრემ ჭეშმარიტი ქრისტიანული მოთმინებით გაუძლო განსაცდელს და გარდაიცვალა 350 წელს 83 წლის ასაკში. |