მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ნათლისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი-ღვთის განცხადება.
#წმინდათა ცხოვრება ყოველი წლის 19 იანვარს წმიდა ეკლესია ზეიმობს ნათლისღებას-წმიდა იოანე ნათლისმცემელის მიერ ქრისტეს მონათვლას. ძველი აღთქმიდან ვიცით, რომ ებრაელები ასრულებდნენ წყლით განწმენდის წესს, არაწმიდა(მკვდრის შემხებელი, არაწმიდის მჭამელი...) წყლით უნდა განბანილიყო. ეს იყო ხორციელი განწმენდა-სჯულისმიერი ჰიგიენა. იოანე ნალისმცემელმა ხალხს სინანულის ნათლისღებისკენ მოუწოდა:“შეინანე, რამე მოახლოებლ არს სასუუფეველი ცათა“,- ქადაგებდა იგი. მასთან მისული ხალხი აღიარებდა ცოდვებს და წყლით იწმინდებოდა, მაგრამ ამ ნათლობას არ ჰქონდა ცოდვათა მიტევების ძალა, ის თავისი მადლითა და შინაარსით იუდელ და ქრისტიანულ ნათლობებს შორის იდგა. იოანე მწარედ ამხელდა მასთან შენანებლად მისულებს:“ნაშობნო იქედნენათნო, ჰყავ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისა ... რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოიკუეოს და ცეცხლსა დაედვას“. ხალხში იმდენად დიდი იყო წმიდა იოანეს ავტორიტეტი, რომ ბევრი მას მესიად თვლიდა, იოანე კი ყველას ეუბნებოდა , რომ ის არ იყო მესია:“მე უკუე ნათელგცემ თქვენ წყლითა სინანულად, ხოლო შემდგომად ჩემსა მოვალს, ძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ არს კალმთა მისთა ტვირთად. მან ნათელ გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა“. წმიდა იოანე ოქროპირის თქმით, ეს იყო ხალხის მესიასთან შესახვედრად მომზადების საუკეთესო ფორმა. იოანემ აღასრულა ესაიას წინასწარმეყველება-განმზადნა გზანი უფლისანი(ეს. 40,;მთ.,) ხალხმა გაიგო რომ შემდგომად იოანესა მესია მოვალს და ყველა ელოდებოდა მხსნელის გამოჩენას. „მაშინ მოვიდა იეს გალილეათ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან“. იოანე, რომელიც ყველას სინანულისკენ მოუწოდებდა, შეკრთა. ღვთის განგებით მან იცნო მესია და აღარ იცოდა, რა ეთქვა მისთვის. რა უნდა შეენანა უცოდველს, რაში სჭირდებოდა განწმენდა მას, ვისაც თვიონ უნდა განეწმიდა ყოველი?! „მე მიქმს შენს მიერ ნათლის ღებაი და შენ ჩემდა მოხუალა?“- შიშით ჰკითხა მასთან მისულ ღმერთ- კაცს შეძრწუნებულმა იოანემ. „აცადე აწ რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე“, -ბრძანა მაცხოვარმა. წმიდა იოანე ოქროპირი ამ ადგილის განმარტებისას ამბობს, რომ სიმართლის აღსრულება არის მცნებების დაცვა, და რაკი კაცობრიობამ მცნებები ვერ შეასრულა, თვით უფალი მოვიდა „აღსრულებად ყოველი სიმართლისა“. უფრო მეტი სიცხადისათვის წმიდა მამა კაცობრიობას ადარებს დიდი ვალის გადაუხდელობისათვის სიკვდილმისჯილს, ხოლო ქრისტეს გვისახავს ჩვენი ვალების გადამხდელად. ქრისტემ „იორდანესა შინა ნათლისღებაი თავს იდუა ჩვენი ცხოვრებისათვის“. ნათლისღება განცხადებადაც იწოდება, რადგანაც ამ დღეს საქვეყნოდ გამოჩნდა ქრისტეს ღვთაებრიობა და განცხადდა წმიდა სამება. წყლიდან ამოსულ ქრისტეს ზემოდან მამის ხმა ეწამებოდა და საყვარელ ძედ სახელსდებდა მას. მამის ხმას სული წმიდა დაამტკიცებდა, რომელიც მტრედის სახით ადგა თავს იესოს. |