მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი დომნიკა
#წმინდათა ცხოვრება ღირსი დომნიკა კართაგენიდან ჩავიდა კონსტანტინეპოლში თეოდოსი დიდის(379-395) მეფობისას. აქ მან ნათელიღო პატრიარქ ნექტარიუსის ხელითდა მონასტერში დამკვიდრდა. მკაცრი და გულმოდგინე მოღვაწეობით წმიდა ქალწულმა სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. იგი კურნავდა სნეულებს, იმორჩილებდა სტიქიებს, წინასწარ ჭვრეტდა მომავალს. სათნოებით შემკული წმიდა დედა ღრმა მოხუცებულობაში მიიცვალა 474 წელს. წმიდა მოწამე იულიანე დაიბადა ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში. იგი მშობლების სურვილით, მდიდარ და დიდებულ ქალწულ ბასილისაზე დაქორწინდა, მაგრამ მეუღლეებმა ქორწინებაში ქალწულობა დაიმარხეს. მშობლების სიკვდილის შემდეგ ისინი აღეკვეცნენ და ორი-მამათა და დედათა სავანე დაარსეს, რომელთაც თვითონვე წინამძღვრობდნენ. მაქსიმენეს(305-313) დროინდელი დევნისას, 313 წელს იუსტიანე სასტიკად აწამეს ქრისტეს აღსარებისათვის. წამების დროს მის მიერ გამოჩენილმა სიმტკიცემ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია მისი მტანჯველის, იგემონ მარკიანეს ვაჟი, კელსი. როცა მარკიანეს მეუღლემ, მარიონილამ იხილა თუ როგორ გააცოცხლა ლოცვის ძალით იულიანემ ერთი ახალგარდაცვლილი წარმართი, ამ უკანასკნელთან ერთად თავადაც აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ხუცესმა ანტონიმ სამივე მონათლა(მკვდრეთით აღმდგარს ანასტასი უწოდა). უსჯულოებმა აღმსარებლები ჯერ დილეგში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს. მათთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა 20 მხედარი და ერთი ყმა. |