მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

აღება შობის მარხვისა
#წმინდათა ცხოვრება

14 ნოემბრის შემდეგ იწყება შობის მარხვა, რომელსაც სხვაგვარად ფილიპეს მარხვასაც უწოდებენ, რადგან 14 ნოემბერი - ფილიპე მოციქულის ხსენების დღეა.

ეს მარხვა, რომელიც 40 დღე გრძელდება, ქრისტეშობის დღესასწაულისთვის მორწმუნეთა ღირსეულად მოსამზადებლადაა დაწესებული.

ცნობები შობის მარხვის შესახებ IV საუკუნიდან გვხვდება, თუმცა მისი დაწესება, უეჭველად, ბევრად უფრო ადრეა სავარაუდო.

ძველად შობის მარხვის ხანგრძლივობა სხვადასხვა ეკლესიაში სხვადასხვაგვარი იყო. ერთობა ამ საკითხში შემოიტანა 1166 წელს გამართულმა კონსტანტინოპოლის კრებამ, რომელმაც ძველ წეს-განგებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მარხვა ქრისტეშობამდე 40 დღით ადრე დაწესებულიყო.