მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ლაზარე ხატმწერი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ლაზარე ხატმწერი სიყმაწვილიდანვე შეუდგა მონაზვნურ ცხოვრებას. იგი მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა, გამუდმებით მარხულობდა და ლოცულობდა, ამასთან, საოცარი გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა. ღვთივსათნო ღვაწლისა და კეთილმსახური ცხოვრებისათვის ლაზარე მღვდლად აკურთხეს. უფლის რჩეულ ცნობილი გახდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ხატმწერი.

ამისთვის ხატმბრძოლი იმპერატორის, თეოფილეს მმართველობის (829-842 წწ.) დროს იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ საპყრობილეში ჩააგდეს. ნეტარს გარდაუვალი სიკვდილი ელოდა, მაგრამ დედოფალ თეოდორას (842-855 წწ.) ჩარევით გადაურჩა დასჯას.

ღირსი ლაზარე მშვიდობით მიიცვალა 857 წელს, როცა პაპ ბენედიქტე III-სთან (855-858 წწ.) საეკლესიო საქმეებზე გაგზავნილ ელჩობასთან ერთად რომიდან ბრუნდებოდა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.