მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამენი: თესპესი და ანატოლი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამენი: თესპესი და ანატოლი მდიდარი ვაჭრის შვილები იყვნენ და ქალაქ განგრაში ცხოვრობდნენ. ისინი წმიდა ლუკიანემ (ხსენება 15 ოქტომბერს) მოაქცია ქრისტიანობაზე, შემდეგ კი ეპისკოპოს ანთიმოზის (ხსენება 3 სექტემბერს) ხელით მოინათლნენ.

ნეტარი ძმების სახლში ქრისტიანები ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ ხოლმე. ეს რომ წარმართებმა შეიტყვეს, სასტიკად აწამეს უფლის რჩეულები, შემდეგ კი ქალაქ ნიკეაში თავები მოჰკვეთეს 312 წელს.