მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე მენინგი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე მენინგი უბრალო ხელოსანი იყო. ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღვსილ წმიდა მენინგის უფალმა განსაკუთრებული წყალობა მიმადლა: ნეტარმა ორჯერ გაიგონა ზეციური ხმა, რომელმაც ქრისტესთვის მოწამეობრივი აღსასრულისკენ მოუწოდა.

იმპერატორ დეკიუსის (249-251 წწ.) მიერ ქრისტიანთა დევნისას ერთი ასეთი სასწაული აღესრულა: ანგელოზმა პყრობილი ქრისტიანები ციხიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ რომ შეიტყო, მენინგი სიხარულით აღივსო და მთელი გულით შეიყვარა ქრისტე. მას მოაგონდა ზეციური მოწოდება ქრისტესთვის მარტვილობისაკენ, დახია მოედანზე გამოკიდებული უსჯულო დეკიუსის ბრძანება მართლმორწმუნეთა დევნის შესახებ და საჯაროდ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.

ამისთვის იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს 250 წელს. აღსასრულის წინ მოწამის ბაგეებს თეთრი მტრედი მოსწყდა.