მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე პროკოფი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე პროკოფი იერუსალიმის ტაძრის მედავითნე იყო. იგი მკაცრი მოსაგრის ცხოვრებით ცხოვრობდა, რისთვისაც უფალმა ეშმაკთა განსხმის ნიჭი მიმადლა. ღვთის სიტყვის მქადაგებელი შეიპყრეს, პალესტინის კესარიაში სამსჯავროზე წარადგინეს და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა, რისთვისაც მას თავი მოჰკვეთეს 303 წელს.