მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა პოლიევქტო
წმიდა მოწამე პოლიევქტო მხედარი(259) წმიდა პოლიევქტო იმპერატორ დეკიუსის(249-251) ლაშქარში მსახურობდა. წმიდანი მტკიცე ქრისტიან, მხედარ ნეარქთან მეგობრობდა, ღვთისმოშიშებითაც გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც წარმართად რჩებოდა. როცა ქრისტიანების დევნა დაიწყო, ნეარქმა პოლიევქტოს უთხრა:“ძმაო, ჩვენ მალე გავიყრებით:მე ქრისტესათვის საწამებლად წამიყვანენ, შენ კი, გთხოვ, უარი თქვა ჩემს მოყვრობაზე“. წმიდანმა პასუხად მიუგო, რომ ძილში იხილა ქრისტე, რომალმაც ახალი, ბრწყინვალე სამოსით შემოსა იგი. „ამ წუთიდან,-თქვა მან,- მე მზად ვარ ქრისტეს სამსახურისთვის“. წმიდა პოლიევქტო ქალაქის მოედანზე გავიდა, ჩამოგლიჯა და დახია მეფის ბრძანება, როელიც ავალდებულებდა კერპების თაყვანისცემას, შემდეგ კი ქურუმებს ხელიდან გააგდებინა და დაუმსხვრია კერპები. პოლიევქტოს სიმამრს, მმართველ ფელოქსს, რომელსაც ევალებოდა მეფის ბრძანების შესრულება, თავზარი დასცა სიძის საქციელმა. „ახლა შენ უნდა მოკვდე! -თქვა მან, -წადი, გამოემშვიდობე ცოლ-შვილს“. ცოლი ტირილით ევედრებოდა წმიდანს, უარეყო ქრისტე, მაგრამ პოლიევქტოს ვერაფერმა შეაცვლევინა განზრახვა,-მან სიხარულით მოუდრიკა თავი მახვილს(259).
როცა მოციქულთასწორ კონსტანტინეს დროს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა მთელს იმპერიაში, ქალაქ მელიტინში წმიდა მოწამე პოლიევქტოს სახელობის ტაძარი აღმართეს. წმიდა პოლიევქტო ითვლება დადებული აღთქმებისა და ხელშეკრულებების მფარველად. |