| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამე ფილუმენი
#წმინდათა ცხოვრება მოწამე ფილუმენი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა და პურის გაყიდვით ირჩენდა თავს. როცა იმპერატორმა ავრელიანემ (270-275 წწ.) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მოშურნეებმა წმიდანი მმართველ ფელიქსთან დაასმინეს - ქრისტეს აღიარებსო. სამსჯავროს წინაშე წარმდგარმა ფილუმენმა არ უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, რისთვისაც საშინლად აწამეს მანამ, სანამ სისხლისგან დაცლილმა, სული უფალს არ შეჰვედრა. ეს მოხდა 274 წელს. |