მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე გემელი პაფლაგონელი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე გემელი პაფლაგონელი იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363 წწ.) გაბედული მხილებისათვის აწამეს გალატიის ქალაქ ანკვირიაში. ნეტარმა ახოვნად დაითმინა მრავალგვარი სატანჯველი. ბოლოს უღმრთოებმა იგი გაატყავეს და ჯვარზე მიამსჭვალეს.