მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მღვდელმოწამე ირინეოსი
მღვდელმოწამე ირინეოს სირმიელი ეწამა დიოკლიტიანესა და მაქსიმიანეს(284-305) დროს, 304 წელს. ირინეოსი ხუცესი იყო, იგი მეუღლესთან ერთად ქრისტიანული ღვთისმოსაობით ზრდიდა შვილებს და თავისი განათლებისა და მკაცრი ცხოვრების წესის გამო საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა. მოგვიანებით ირინეოსს ქ. სირმიის(უნგრეთი) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ქრისტიანობის მხურვალე მქადაგებელი მღვდელმთავარი შეიპყრეს და კერპებისათვისნ მსხვერპლშეწირვაუბრძანეს. როცა უსჯულოებმა საწადელს ვერ მიაღწიეს, სასტიკად აწამეს წმიდანი. წამების მხილველნი-ირინეოსის მშობლები, ნათესავები, მეგობრები- მოწამეს ევედრებოდნენ, დამორჩილებოდა ბრძანებას, მაგრამ მღვდელმთავარი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე. ბოლოს წმიდანი მდინარის ნაპირას მიიყვანეს, წმიდანმა დაიჩოქა და უკანასკნელად შეავედრა უფალს სრმიის ეკლესიის სამწყსო. ლოცვის შემდეგ მღვდელმთავარს თავი მოჰკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს. |