მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტი 17 წლის იყო, როცა ოჯახი დატოვა, ბერად აღიკვეცა და ბერი მარკოზის მორჩილი გახდა. მოძღვრის სიკვდილის შემდეგ წმიდა მაქსიმე ასკეტური ცხოვრებით გამორჩეული რამდენიმე მეუდაბნოე მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა მოღვაწეობას. კონსტანტინეპოლში ჩასული წმიდანი გამუდმებით ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში იმყოფებოდა და თითქმის დაყუდებული ცხოვრებით ცხოვრობდა. ადამიანთაგან განდიდების საფრთხეს რომ განრიდებოდა და თავისი ღვაწლი დაეფარა, მაქსიმემ სალოსობა დაიწყო. იგი ათონზე წავიდა და ათანასეს ლავრაში დამკვიდრდა მორჩილად. ღირსი მაქსიმე ხშირად იცვლიდა საცხოვრისს და მიტოვებულ ბალახის ტალავრებს წვავდა, ამიტომაც შეარქვეს კავსოკალავიტი-ტალავართმმუსვრელი. წმიდა მთის მამებმა იცოდნენ, როგორი აცკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა წმიდანი, რამდენ ჭირსა და განსაცდელს ითმენდა. ათონზე ჩამოსულმა ღირსმა გრიგოლ სინელმა(დაახ.1310,ხს-8აგვისტო), ბერთან საუბრის შემდეგ თავისი გაოცება ვერ დამალა. ღირსმა გრიგოლმა დაჟინეით სთხოვა მაქსიმეს, შეეწყვიტა სალოსობა და ერთ ადგილას დამკვიდრებულიყო, რომ სხვებსაც შესძლებოდათ მისი სულიერი გამოცდილების გაზიარება. წმიდანიც დაემორჩილა გრიგოლისა და სხვა ბერების ვედრებას და ერთ გამოქვაბულში დასახლდა, ცნობილი ბერის, ისაიას მეზობლად. მაქსიმე წინასწარმცნობელობის მადლით იყო დაჯილდოებული. მისთვის მიუმართავთ, შემდეგ კი წინასწართქმულის სიზუსტით გაოცებაში მოსულან თვით ბიზანტიის იმპერატორებიც-იოანე პალეოლოგოსი და იოანე კანტაკუზენე. წმიდანი უამრავ სასწაულს აღასრულებდა. ღირსი მაქსიმე სიკვდილის წინ ათანასეს ლავრის დაემკვიდრა, სადაც მიიცვალა 1354 წელს, 95 წლის ასაკში. |