მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
წმიდა მოწამე პანქარე
წმიდა მოწამე პანქარე (დაახ.302) წმიდა მოწამე პანქარე იმპერატორ მაქსიამინეს(305-311) სასახლის კარის წარჩინებული მოხელე იყო.მან უარყო ქრისტე და წარმართობა მიიღო. დედამ და დამ განდგომილს გაუგზავნეს წერილი, სადაც უფლის სამსჯავროს შეახსენებდნენ და მოუწოდებდნენ მოენანიებინა. პანქარემ იმპერატორის წინაშე საჯაროდ აღიარა ქრისტე, რისთვისაც ჯერ რომში აწამეს, შემდეგ კი ნიკომიდიაში გაგზავნეს და თავი მოჰკვეთეს. |