მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსმოწამე პანსოფი
#წმინდათა ცხოვრება ღირსმოწამე პანსოფი ალექსანდრიელი პროკონსულის, ნილოსის ვაჟი იყო. მამის სიკვდილის შემდეგ მან მთელი თავის ქონება გლახაკებს დაურიგა და უდაბნოს მიაშურა, სადაც 27 წელი მოსაგრეობდა. დეკიუსის(249-251) დროინდელი დევნისას ღირსი პანსოფი ალექსანდრიის პრეფექტს მიჰგვარეს განსასჯელად. წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე და ამხილა წარმართთა უღმერთობა, რისთვისაც სასიკვდილოდ სცემეს წკეპლებით. წმიდა მარტვილი აღესრულა 249-251 წლებში. |