მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა მოციქულისა პეტრესი
#წმინდათა ცხოვრება დაახლოებით 42 წელს ჰეროდე აგრიპას ბრძანებით პეტრე მოციქული მაცხოვრის სიტყვის ქადაგებისათვის შეიპყრეს და ჯაჭვით შეკრული საკანში გამოკეტეს. „ლოცვაი გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთვის“. და აი მოხდა სასწაული:“ანგელოზი უფლისა ზედა მოადგა და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესსა და განაღვძა იგი და ჰრქუა მას:“აღდეგ ადრე და დაცვდეს ჯაჭუნი იგი ყელთაგან მისთა“. ანგელოზმა დახშულ კარებში გაატარა და სამშვიდობოს გამოიყვანა მოციქული(საქმე12,1-11). ქრისტიანებმა შეძლეს მოეპოვებინათ ეს ჯაჭვები და შეინახეს როგორც სიწმიდე. მათთან რწმენით მიახლოებული სნეულები იკურნებოდნენ სხვადასხვა სალმობათაგან. ჯაჭვები იერუსალიმის ტაძარში ინახებოდა პატრიარქ იუბენალის დრომდე. ამ უკანასკნელმა კი იგი თეოდოსი უმცროსის(408-450) მეუღლეს-ევდოკიას აჩუქა. ევდოკიამ სიქმიდე კონსტანტინეპოლში ჩაიტანა, შემდეგ კი ერთი ჯაჭვი თავის ასულს-ევდოქსიას გაუგზავნა. ევდოქსიამ რომში ტაძარი ააგო პეტრე მოციქულის სახელზე და სიწმიდე იქ დაასვენა. რომში ინახებოდა სხვა ჯაჭვებიც, რომლითაც თავი მოციქული თავისი ნეტარი აღსასრულის წინ იყო შეკრული. ყოველი წლის 16 იანვარს ამ სიწმიდეებს გამოაბრძანებენ ხოლმე თაყვანსაცემად. |